ზუგდიდს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

© Минрегион Грузииზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის რეალიზების შედეგად მოგვარდება მრავალი წლის განმავლობაში არსებული პრობლემა და მოსახლეობას სადღეღამისო წყალმომარაგება ექნება.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდს წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში ექნება — ქალაქში ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარების მშენებლობა. ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი, მოსახლეობას დაუმონტაჟებენ ინდივიდუალურ მრიცხველებს, აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით. მისი ღირებულება 84 მლნ ლარია.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა.

ყველა ახალი ამბავი
0