თბილისი, 8 მარტი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა 4 მარტს არაპროფესიონალურად იმოქმედა ორმუზის ყურეში, მიუახლოვდა რა ირანის სამხედრო ხომალდებს 500 მეტრით, განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის (IRGC) წარმომადგენელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„ერთმა ამერიკულმა ხომალდმა 4 მარტს… კურსი შეიცვალა და ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებისკენ აიღო გეზი. არაპროფესიონალური მოქმედების შედეგად ის 500 მეტრით მიუახლოვდა ჩვენს მეზღვაურებს“, — ციტირებს სააგენტო Tasnim-ი 112-ე სამხედრო-საზღვაო ბრიგადის სარდლის მეჰდი ჰაშემის სიტყვებს.
მისი თქმით, მსგავს ქმედებებს „გამოუსწორებელი შედეგები“ მოჰყვება.
მანამდე სააგენტო „როიტერმა“ ამერიკის ადმინისტრაციაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა ორმუზის ყურეში კურსი იმის გამო შეიცვალა, რომ ამერიკულ მზომ კომპლექს USNS Invincible-ს, რომელსაც სამი ბრიტანული სამხედრო ხომალდი აცილებდა, IRGC-ის კატარღები 550 მეტრზე მიუახლოვდნენ.
ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებას ისლამური რევოლუციის მცველების წარმომადგენელმა სიცრუე უწოდა.