ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა

© Сергей Гунеевმაჰმუდ აჰმადინეჯადი ასტანაში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საბჭოს სხდომის დაწყებამდე
მაჰმუდ აჰმადინეჯადი ასტანაში  „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საბჭოს სხდომის დაწყებამდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის ექს–პრეზიდენტმა გზავნილში აღნიშნა, რომ „თანამედროვე აშშ ყველა ხალხს ეკუთვნის“ და ქვეყანაში იმიგრირებენ სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის ირანის წარმომადგენლები.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აშშ–ის ლიდერს, დონალდ ტრამპს წერილი მისწერა, რომელშიც აშშ–ის იმიგრაციულ პოლიტიკასა და ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის ქმედებებს შეეხო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ ABC News–ზე დაყრდნობით.

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა აშშ-ში ლტოლვილთა მიღება შეაჩერა

თავის გზავნილში აჰმადინეჟადმა დაგმო ვაშინგტონის „გაბატონებული გავლენა“ გაეროში, ასევე აშშ–ის ჩარევა უცხო სახელმწიფოების საქმეებში, რასაც, მისი შეფასებით, მოჰყვა „არასტაბილურობა, ომი, უთანხმოება, მკვლელობები და ხალხების გადაადგილება“. ირანის ექს–პრეზიდენტმა გზავნილში აღნიშნა, რომ „თანამედროვე აშშ ყველა ხალხს ეკუთვნის“ და ქვეყანაში იმიგრირებენ სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის ირანის წარმომადგენლები.

აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ტრამპისთვის განკუთვნილი გზავნილი თეირანში შვედეთის საელჩოს გადასცა, რომელიც ირანში ვაშინგტონის ინტერესებს წარმოადგენს.

აჰმადინეჟადს ამერიკელი ლიდერებისთვის წერილები სხვა დროსაც აქვს გაგზავნილი. ირანის პრეზიდენტობის პერიოდში მან წერილით მიმართა ჯორჯ ბუშს (უმცროსს), ხოლო 2016 წელს – ბარაკ ობამას.

ყველა ახალი ამბავი
0