თბილისი, 8 მარტი — Sputnik. მომავალ დაპირისპირებაში ერთმნიშვნელოვანი ფავორიტი დორტმუნდის „ბორუსიაა“.
საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ „ფუტკრები“ ამჟამად სახლში თამაშობენ. სამი კვირის წინ, როდესაც ტუხელის აღსაზრდელებმა ლისაბონში ანგარიშით 0:1 წააგეს, „ბორუსია“ ზამთრის „ძილისპირულის“ შემდეგ იწყებდა სეზონს. ამას შიდა არენის შედეგებიც მოწმობს.
პორტუგალიაში ვიზიტის შემდეგ გერმანელები გამოცოცხლდნენ და „ბუნდესლიგის“ შემდგომი სამი მატჩი საერთო ანგარიშით 12:2 მოიგეს.
„ბორუსიის“ სასარგებლოდ სტატისტიკაც მოწმობს: ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში შინ გამართული 25 მატჩიდან 23-ში დორტმუნდელებს, მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდათ, ხოლო ბოლო ცხრა მატჩიდან შვიდში ორზე მეტი გოლი გაიტანეს.
სავარაუდოდ, მასპინძლებს მოთელვისთვის ბევრი დრო არ დასჭირდებათ და ისინი შეეცდებიან უპირატესობას თავიდანვე დაეუფლონ. პრინციპში, ლისაბონში ასეც იქცეოდნენ, უბრალოდ, იქ არ გაუმართლათ (ბურთის ფლობის 70%-ისა და კარში ექვსი დარტყმის მიუხედავად მათ ანგარიშით 0:1 წააგეს).
რაც შეეხება „ბენფიკას“, პორტუგალიელები მეორე ნომრად ითამაშებენ — გამაგრდებიან საკუთარ საჯარიმოსთან და შანსს კონტრშეტევებში დაელოდებიან. თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ მსგავსი ტაქტიკით მათ 90 წუთი გაძლონ და არ გატყდნენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამ მატჩზე ერთბაშად ორ ფსონს შემოგთავაზებთ: პირველი — „ბორუსიის“ ინდივიდუალური ტოტალი ერთნახევარ გატანილ გოლზე მეტი. მისი საშუალო ღირებულება 1,46 — 1,5.
მეორე (გამომდინარე იქიდან, რომ მასპინძელი მეტოქის კარებს არ მოსცილდება) — „ბორუსია“ 6,5 კუთხურზე მეტს ჩააწვდის. ამაში საშუალოდ 1,77 — 1,8 იხდიან.
ფსონი: ა) „ბორუსიის“ ინდივიდუალური ტოტალი — 1,5 გატანილ გოლზე მეტი (1,46 — 1,5);
ბ) „ბორუსია“ 6,5-ზე მეტ კუთხურს ჩააწვდის (1,77 — 1,8).