თბილისში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსები თბილისის ქუჩებში
სამარშრუტო ტაქსები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრობა იმ მიკროავტობუსით, რომელიც 40 თეთრი ღირდა, 10 თეთრით გაძვირდა და 50 თეთრი გახდა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. მოკლე მანძილზე მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა, აღნიშნულია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებაში.

ამჟამად თბილისში გრძელ მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსით მგზავრობა 80 თეთრი ღირს, ხოლო მოკლე მარშრუტზე, გარეუბნებში – 50 და 40 თეთრი.

„გადაწყდა მიკროავტობუსით მგზავრობის ძირითადი ტარიფი 0.80 ლარი იყოს შენარჩუნებული, ხოლო მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდეს მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს: 0.40 ლარი გაიზარდოს 0.10 ლარით და 2017 წლის 8 მარტიდან გახდეს 0.50 ლარი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ავტობუსები თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში ავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა თბილისში 50 თეთრი ღირს.

ტარიფის გაზრდა კომპანიაში იმით ახსნეს, რომ კომპანიის მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს ბიზნესის გამართულად მუშაობა, გაუმჯობესდეს მგზავრთა გადაყვანის პირობები, მუდმივად გაგრძელდეს ავტოპარკის განახლება და დაცული იყოს კომპანიის 4 ათასამდე თანამშრომლის შრომითი უფლებები.

„მიუხედავად იმისა, რომ მძღოლსა და კომპანიას შორის არსებული კონტრაქტით სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა მძღოლების მოვალეობაა, მიკროავტობუსის ტექნიკურ სერვისს, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, კომპანია საკუთარ თავზე იღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისის მიკროავტობუსი“ კერძო კომპანიაა, რომელიც თბილისში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მას შემდეგ კომპანიას ტარიფები არ შეუცვლია.

ამჟამად კომპანიის ავტოპარკი დაახლოებით 2 ათას სამარშრუტო ტაქსის ითვლის. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 4 ათასი ადამიანი, აქედან 3 ათასი – მძღოლია.

ყველა ახალი ამბავი
0