ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ქართველის ოქროს ოცნება

© FB/ Tata Khorguashviliთათა ხორგუაშვილი
თათა ხორგუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
6 და 11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას-ვეგასში (ნევადა), საერთაშორისო ფესტივალი „Golden Dream”-„ოქროს ოცნება“ მიმდინარეობდა. ფესტივალის, რომლის ორგანიზატორებიც ლას-ვეგასის მერია, ასევე, უკრაინისა და რუსეთის საკონსულოები არიან, მიზანია, საესტრადო ხელოვნების პოპულარიზაცია.

 ფესტივალში მონაწილეობას 14 სხვადასხვა ქვეყნის მომღერალი იღებდა. თათა ხორგუაშვილი ფესტივალზე კომპოზიტორ ვაჟა ტუღუშის სიმღერით „ქუჩაში ერთხელ“ წარდგა, ასევე მან ბიონსეს ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა „runnin“ შეასრულა. როგორია ქართველი მომღერლის ოქროს ოცნება ფესტივალის შემდეგ, ამის გასაგებად მას ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

© FB/ Tata Khorguashviliთათა ხორგუაშვილი
თათა ხორგუაშვილი - Sputnik საქართველო
თათა ხორგუაშვილი

- თათა, სიმღერა ბავშვობიდან დაიწყეთ და სცენაზე გამოსვლის პრობლემაც ალბათ არ გქონიათ?

— დიახ, 3 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე სიმღერა. სცენაზე გამოსვლა ხშირად მიწევდა. დავიბადე პატარა ქალაქ კასპში, სადაც ყველამ გამიცნო. სცენაზე გასვლის წინ ბავშვები ყოველთვის ნერვიულობდნენ. მე კი დღეებს ვითვლიდი როდის იქნებოდა კონცერტი და სცენაზე როდის დავდგებოდი. ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ყველას უკვირდა, ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა როგორ არ მეშინოდა. დედა ყოველთვის მირჩევდა ორიგინალურ კაბებს და მეც ჩემი სასცენო კოსტუმით მაყურებელზე შთაბეჭდილებას ვახდენდი. დროდადრო მინდოდა, რომ უფრო დიდი სცენა დამეპყრო, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა. 6 წლის ასაკში 3 თვით მივედი ვოკალის პედაგოგთან, კომპოზიტორ რუსა მორჩილაძესთან, მაგრამ შემდეგ იქ სიარული ვეღარ მოვახერხე.

© FB/ Tata Khorguashviliთათა ხორგუაშვილი
თათა ხორგუაშვილი - Sputnik საქართველო
თათა ხორგუაშვილი

- ბედი საბავშვო ევროვიზიაზეც გიცდიათ…

— 2010 წელს გავიგე, რომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გამოცხადდა, იქ უხარისხო ვიდეო გადავაგზავნე,  ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. როცა კონკურსიდან დამირეკეს, ძალიან გამიხარდა, მასში მივიღე მონაწილეობა და კონკურსის სამი ეტაპი გადავლახე. აი, მაშინ კი მომეცა სტიმული, რომ მიმეღწია იმისთვის, რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი. 

- თათა, ყველაზე დიდი გამარჯვებას ლას-ვეგასის ფესტივალზე მიაღწიეთ, რა ხდებოდა ფესტივალის სცენასა და კულისებში?

— 2016 წელს მომივიდა მოწვევა ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალზე და ამ ამბავს ორი დღე ვერ ვიჯერებდი. ფესტივალზე შევასრულე  ბიონსეს (Beyonce)  „runnin“ და  ნინო ქათამაძის  „ქუჩაში ერთხელ“. კულისებში ყველა ძალიან ბედნიერი იყო, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით, მაგრამ ერთმანეთის კარგად გვესმოდა. ზოგი ნერვიულობდა, რომ სცენაზე არაფერი შეშლოდა. კულისებში ასეთი ფაქტი მოხდა: საკმაოდ დიდი ხანი მომიწია ყოფნა და ფეხსაცმელმა ფეხი იმდენად მატკინა, რომ სცენაზე ვეღარ გავიდოდი, ამიტომ  კულისებში მყოფ გოგონას ვთხოვე, რომ ფეხსაცმელი ეთხოვებინა და ისიც დამთანხმდა. მოკლედ ორივე სცენაზე ასე ერთი ფეხსაცმლით გავედით.

ფესტივალზე იყო მესამე, მეორე, პირველი ადგილები და გრან- პრი. ყველა მეუბნებოდა, რომ გრან-პრის მე ავიღებდი. როდესაც გამარჯვებულების გამოცხადება დაიწყეს, ჩემი სახელი და გვარი მათ შორის არა და არ იყო. ვიფიქრე: დავიჯერო, ასე ცუდად ვიმღერე- მეთქი?  ამ ფიქრში ვიყავი და უცებ 

გრან-პრიზე გამომაცხადეს. სცენისკენ ძალიან ბედნიერი გავემართე. მიხაროდა, რომ ვინც მგულშემატკივრობდა- ყველას გავუმართლე იმედები… ასე ამიხდა ჩემი 

ცხოვრების ოქროს ოცნება, მაგრამ მჯერა, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება მელის.

© FB/ Tata Khorguashviliთათა ხორგუაშვილი
თათა ხორგუაშვილი - Sputnik საქართველო
თათა ხორგუაშვილი

- როგორც ვიცი, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მაიამის ფესტივალზე მიგიწვიათ, ვინ არის ის და რა ფესტივალზეა საუბარი?

— დიახ, როდესაც სცენიდან ჩამოვედი ჟიურის ყველა წევრმა ცალ-ცალკე მითხრა, რომ ძალიან მოვეწონე. ერთ-ერთმა კი მიმიწვია მაიამიში, სადაც აპირებს ინტერნაციონალური ფესტივალის გამართვას. 

- თათა, როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება? 

— ჩემი ამერიკული ცხოვრება ჯერჯერობით ისეთი დატვირთული არ არის, როგორიც მინდა რომ იყოს… სექტემბრიდან ლაგვარდში ვაპირებ სწავლას, ანუ ინგლისურ ენოვან კოლეჯში შევდივარ. მომავალში ასევე მინდა, რომ აუცილებლად მივიღო მონაწილეობა  სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში. ამერიკაში შევიძინე მეგობრები, რომლებიც დედაჩემის მეგობრის შვილები არიან, აქაურ გარემოსაც შევეჩვიე, სხვადასხვა ფართებში გამოვდივარ და ვმღერი.

© FB/ Tata Khorguashviliთათა ხორგუაშვილი
თათა ხორგუაშვილი - Sputnik საქართველო
თათა ხორგუაშვილი

- რა და ვინ გენატრებათ საქართველოში?

— მენატრება ჩემი და, რომელიც საოცრად მაკლია. ის ყოველთვის მაძლევდა და მაძლევს რჩევებს არა მარტო სიმღერის მხრივ, არამედ ცხოვრებისეულ რჩევებსაც. ჩემი ტკბილი ბებოები მენატრებიან,  ჩემი გია (პაპა), ბიცოლები, ბიძა. ჩემი ბიძაშვილები და რაც მთავარია, მეგობრები, რომლების გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომედგინა, რადგან ისინი ყოველთვის და ყველგან გვერდში მიდგანან..

 

ყველა ახალი ამბავი
0