როგორ გავერთოთ 8 მარტს თბილისში? ღონისძიებების აფიშა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალთა საერთაშორისო დღე - ეს უბრალოდ ქალის სილამაზის, მისი ხიბლის თაყვანისცემის დღე კი არ არის, ეს დღესასწაული კიდევ ერთი საბაბია იმისა, რომ მშვენიერი ქალები ასეთივე მშვენიერი დასვენების ღირსი არიან.

„Sputnik–საქართველომ“ ამ დღესასწაულისთვის ყველაზე საინტერესო ღონისძიებების აფიშა მოამზადა. 8 მარტს გილოცავთ ქალბატონებო!

შოუ-კონცერტი „მამაკაცები ქალებისთვის“

ვინ უნდა იმღეროს ამ დღეს ქალებისთვის, თუ არა მამაკაცმა? თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) სცენაზე 8 მარტს შოუ-კონცერტზე „მამაკაცები ქალებისთვის“ სპეციალური სტუმრის რანგში ქართული წარმომავლობის ცნობილი რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გამოვა.

Aerosmith - Sputnik საქართველო
საქართველოში Aerosmith-ის კონცერტზე ტურისტები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ

მასთან ერთად ქალებს დღესასწაულს მიულოცავს უამრავი ქართველი მამაკაცი: დათო გომართელი, აჩიკო მეფარიძე, აჩიკო ნიჟარაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, მამუკა ჩარკვიანი, გიო ხუციშვილი, მასტერი.

მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ვოკალური ანსამბლები „თბილისური კვარტეტი“, „მუხამბაზი“, „ქართული ხმები“, „ერიო“, „შვიდკაცა“ და ბავშვთა და მოზარდთა ანსამბლები „მძლევარი“ და „უნისონი“. ღონისძიების ორგანიზატორები მანდილოსნებს, რომლებიც ამ საღამოს დაესწრებაიან, მრავალ სიურპრიზსა და სასიამოვნო საჩუქარს ჰპირდებიან.

ქალთა ფოტოგამოფენა

სამი ფოტოგრაფი ქალის — საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან — ერთდღიანი ჯგუფური გამოფენა ევროპის სახლში (თავისუფლების მოედანი 1) გაიმართება. ექსპოზიციის დამთვალიერებლები იხილავენ ნინო-ანა სამხარაძის, ნაზიკ არმენაკიანისა და ლალა ალიევას დოკუმენტურ ფოტოებს. გამოფენა ირანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების რთული ცხოვრებისეულ გზას ეძღვნება.

დასწრება თავისუფალია!

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საკრებულოს შენობა
თბილისის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
თბილისის საკრებულოს შენობა

პილატესი

ქალთა საერთაშორისო დღისა და მასთან ერთად გაზაფხულის დადგომის აღნიშვნა შესაძლებელია სპორტულად. ამისთვის გოგონებსა და ქალბატონებს რიყის პარკში პილატესის უფასო გაკვეთილზე იწვევენ. გაკვეთილი 12:00 საათზე დაიწყება.

© FLICKR/ROBERT BEJILPilates-ის სავარჯიშო დარბაზი
Pilates-ის სავარჯიშო დარბაზი - Sputnik საქართველო
Pilates-ის სავარჯიშო დარბაზი

დოკუმენტური კინო ქალების შესახებ

სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესების მქონე ქალთა ცხოვრებისეული უნივერსალური ისტორიების ნახვა შესაძლებელია 8-10 მარტს კინოთეატრ „რუსთაველში“. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტი ხორციელდება დოკუმენტური კინოს თბილისის საერთაშორისო ფესტივალის CinéDOC-Tbilisi-სა და ორგანიზაციის „გაერო — ქალები“ (UN Women) ინიციატივით. ღონისძიების ავტორთა თქმით, ეს ისტორიები კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი გახდება საზოგადოებისთვის, რომ აუცილებელია ყურადღების მიქცევა ქალების წინაშე მდგარ დაბრკოლებებზე, ბარიერებსა და სტიგმაზე, რომელიც ასევე ნათლად არის გამოხატული 21-ე საუკუნეში.

კინოსეანსებზე დასწრება 9 და 10 მარტს, 18:00 და 20:00 საათზე თავისუფალია. ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.

მუსიკის მოსმენა

8 მარტს ლაუნჯ-რესტორან Label-ში (ანაპის ქუჩა 39), 20:00 საათზე, მოუსმენთ თაკო გაჩეჩილაძეს, რომელიც საქართველოს „ევროვიზია 2017“-ზე წარადგენს და Voice-ის გამარჯვებულსა და „ახალი ტალღის“ ფინალისტ გიორგი ნადიბაიძეს.

BLUES & WOMEN

მოდუნება, რიტმული ბლუზი და დადებითი ემოციები გელით საღამოზე BLUES & WOMEN კლუბ Zazanova-ში (რ. ლაღიძის 2). კლუბის სცენაზე გამოვა ქართული ბლუზ-ანსამბლი Koka & T.Blues Mob. საღამოს დასაწყისი — 21:00 საათი.

© FB/Koka Bluesman K tskitishviliკოკა ცქიტიშვილი
კოკა ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
კოკა ცქიტიშვილი

„ლა ლა ლენდი“

დემბენ შაზელის ოსკაროსანი ფილმი-მიუზიკლი ქართული და რუსული გახმოვანებით თბილისის კინოთეატრებში იქნება წარმოდგენილი. ესაა სტარლეტის სიყვარულის ისტორია. მთავარ როლებში თამაშობენ განუმეორებელი რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი.

თეატრი „მიყვარხარ“

ქალთა საერთაშორისო დღეს თეატრში — სიყვარულის ისტორიაზე — წაუსვლელობა — ცოდვაა. ზუსტად 8 მარტს თავისუფალი თეატრის სცენაზე გაიმართება ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლი „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“

ესაა ორი ახალგაზრდის სიყვარულის ისტორია ომის დროს, როდესაც ქალი და მამაკაცი ორი მტრული მხარის წარმომადგენელია. ისინი არჩევნის წინაშე დგებიან — აირჩიონ სუფთა სინდისი და მარტოობა, თუ სიყვარული და ბედნიერება.

გილოცავთ 8 მარტს, ქალბატონებო!

ყველა ახალი ამბავი
0