ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი პოლიტიკოსის მშობლიურ სოფელში გაიხსნება

© photo: Sputnik / Ter-Mesropyan / გადასვლა მედიაბანკშიედუარდ შევარდნაძე და დიტრიხ გენშერი
ედუარდ შევარდნაძე და დიტრიხ გენშერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გასახსნელად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატები საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნას ითხოვენ. 

ამასთან დაკავშირებით უკვე შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფი. 

სოფელ მამათის მაჟორიტარი დეპუტატისა და საკრებულოში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის კახა ურუშაძის თქმით, სახლ-მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებული არიან მისი ოჯახის წევრები. 

„ჯერჯერობით მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ვიცი, რომ ნათესავებმა იციან ამ წამოწყების შესახებ, ასევე დაგეგმილია სახლ-მუზეუმის ტურისტულ მარშრუტში ჩართვა და ამ ამბავს სოფელში დადებითად აფასებენ“, — ციტირებს ურუშაძეს პირველი რადიო. 

ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში, პედაგოგის ოჯახში. 

შევარდნაძე დიქტატურისადმი პროტესტის ნიშნად ტოვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არქივი - Sputnik საქართველო
შევარდნაძე დიქტატურისადმი პროტესტის ნიშნად ტოვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არქივი

საშუალო განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 

ედუარდ შევარდნაძეს საკმაოდ ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა ჰქონდა — დაიწყო კომკავშირის რაიკომით — იყო ჯერ მეორე, მერე პირველი მდივანი, იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 

სიცოცხლის 86 წლის მანძილზე იყო მსხვილი პარტიული ფუნქციონერიც და გორბაჩოვის „პერესტროიკის“ ერთ ერთი თანაავტორიც. ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 10 წლის მანძილზე დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი. 

ედუარდ შევარდნაძე თავის დამსახურებად მიიჩნევდა „ცივი ომის“ დასრულებას და გერმანიის გაერთიანებას. 

ყველა ახალი ამბავი
0