შევარდნაძე დიქტატურისადმი პროტესტის ნიშნად ტოვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არქივი

გამოწერა

1990 წლის 20 დეკემბერს ედუარდ შევარდნაძემ სსრკ–ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება მოსალოდნელი დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. იხილეთ საარქივო კადრები, თუ როგორ წარიმართა პოლიტიკოსის ბედი.

2015 წლის 20 დეკემბერს პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სსრკ–ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომიდან 25 წელი გავიდა.

ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში პედაგოგის ოჯახში.

ედუარდ შევარდნაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით ფილმი გადაიღეს
 1946 წელს დაასრულა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, 1951 წელს დაასრულა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიის სკოლა საქართველოში, 1959 წელს – დაუსწრებლად დაასრულა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.

უნივერსიტეტის დასრულებისთანავე შევარდნაძემ კომკავშირული საქმიანობა დაიწყო. ის თბილისის კომკავშირის კადრების განყოფილებისა და ორჯონიკიძის რაიონული კომიტეტის საინსტრუქტორო სამუშაოს საორგაზიციოს ინსტრუქტორი იყო.

1951 წლიდან მუშაობდა ლენინის ახალგაზრდული კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად. 1952 წლიდან – ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივნად და მეორე მდივნად, 1953 წლიდან – ლენინის ახალაგზრდული კომკავშირის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად.

1956 წლიდან საქართველოს ლენინის ახალგაზრდული კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად, 1957 წლიდან კი – პირველ მდივნად.

1961 წლიდან გადავიდა პარტიულ საქმიანობაზე: მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, შემდეგ საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მაისის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი (თბილისი).

1964–1968 წლებში შევარდნაძე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, 1968 წლიდან – საბჭოური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს.

1972 წელს აირჩიეს თბილისის საქალაქო კომიტეტის პარტიის პირველ მდივნად.

1972 წლის სექტმებერში დაინიშნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად.

1985 წლის ივლისში სსრკ–ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. იმავე წელს შევიდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს შემადგენლობაში. შევარდნაძე მიხეილ გორბაჩოვის პერიოდის გადაწყობის ერთ–ერთი გამოჩენილი მოღვაწე იყო.

1990 წლის 20 დეკემბერს "მოსალოდნელი დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად" მან დატოვა თანამდებობა და იმავე წელს გამოვიდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებიდან.

1991 წლის თებერვალში საგარეოპოლიტიკური ურთიერთობების ასოციაციას ჩაუდგა სათავეში.

1991 წლის ნოემბერში კვლავ დაინიშნა სსრკ–ის საგარეო საქმეთა მინისტრად; საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით ეს თანამდებობა გაუქმდა.

1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა, სადაც სახელმწიფო საბჭოს ჩაუდგა სათავეში, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ შეიქმნა. იმავე წლის ოქტომბერში ის რესპუბლიკის პრლამენტის თავმჯდომარე გახდა, ხოლო 1993 წელს თბილსში შეიქმნა პარტია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", რომლის მეთაურიც გახდა ედუარდ შევარდნაძე.

1995 წლის 5 ნოემბერს შევარდნაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ამომრჩეველთა ხმების 72,9%–ით. 2000 წლის 9 აპრილს კვლავ გაიმარჯვა მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც რესპუბლიკის მოქალაქეების 80%–ის მხარდაჭერა მიიღო.

2003 წლის ნოემბერში "ვარდების რევოლუციის" დროს, რაც ქვეყნის პარლამენტში არჩევნების შედეგებით ოპოზიციური ძალების დაუკმაყოფილებლობამ გამოიწვია, შევარდნაძეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება შესთავაზეს. 2003 წლის 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა.

პოლიტიკური კარიერი მანძილზე ედუარდ შევარდნაძეზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

დროზე ადრე გადადგომის შემდეგ ექს–პრეზიდენტი აქტიურად აკრიტიკებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას, მხარს უჭერდა კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობას.

ბოლო წლებში ის კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობდა.

ედუარდ შევარდნაძე – ავტორი მემუარების წიგნისა "ფიქრი წარსულსა და მომავალზე". 2009 წელს წიგნი გამოიცა რუსულ ენაზე სახელწოდებით "Когда рухнул железный занавес" (როცა რკინის ფარდა გაირღვა).

შევარდნაძე – ლენინის 5 ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, შრომის წითელი ნიშნით,მრავალი სხვა ჯილდოთი და საზღვარგარეთული სახელმწიფოების მედლებით დაჯილდოვებული სოციალისტური შრომის გმირი.

ედუარდ შევარდნაძის მეუღლე იყო ფილოლოგი და ჟურნალისტი ნანული შევარდნაძე (ცაგარეიშვილი), რომელიც 2004 წლის 20 ოქტომბერს გარდაიცვალა თბილისში. მათი ვაჟი პაატა შევარდნაძე – სამართალმცოდნე, რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა იუნესკოს შტაბ–ბინაში პარიზში, შემდეგ კი ბიზნესს მიჰყო ხელი; ქალიშვილი მანანა – ტელეჟურნალისტი.

2014 წლის 7 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა.

ის კრწანისის რეზიდენცის ეზოში მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0