საქართველოში ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით ფილმი გადაიღეს

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიედუარდ შევარდნაძე
ედუარდ შევარდნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი ედუარდ შევარდნაძის მემუარებს ეფუძნება. სურათის პროდიუსერი ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი მანანა შევარდნაძეა, ხოლო იდეის ავტორი და რეჟისორი - ნანუკა კიკნაძე.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. დოკუმენტური ფილმის ”წამი, წამება, წამიერება” პრემიერა ორშაბათს, 6 ივლისს შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. ფილმი საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებასა და საქმიანობაზე მოგვითხრობს. ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტყობინება.

ფილმი ედუარდ შევარდნაძის მემუარებს ეფუძნება. სურათის პროდიუსერი ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი მანანა შევარდნაძე, ხოლო იდეის ავტორი და რეჟისორი — ნანუკა კიკნაძეა.

ფილმის პრემიერას მთავრობის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

”ედუარდ შევარდნაძის მემუარები 2004 წელს გამოიცა. სწორედ იქიდან არის ფილმის მთელი ტექსტი. ეს დოკუმენტური ფილმია, სადაც თავმოყრილია მრავალრიცხოვანი ფოტო, ვიდეო, კინომასალა. ეს, ფაქტობრივად, ედუარდ შევარდნაძის მთელი ცხოვრებაა”, — განაცხადა მანანა შევარდნაძემ.

”ეს ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული მასალაა არა მხოლოდ იმ თაობისთვის, რომელიც მასთან მუშაობდა, არამედ ახალგაზრდა თაობისთვისაც, რომელმაც უნდა იცოდეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ისტორია, არამედ ისიც, თუ რა როლი შეასრულა შევარდნაძემ საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში”, — განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ედუარდ შევარდნაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2014 წლის 7 ივლისს  86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლებში იგი კრწანისის ყოფილ რეზიდენციაში ცხოვრობდა და იქვე, მეუღლის გვერდით არის დასაფლავებული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0