რუსთავი 2-ის საქმე: ხალვაშმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა

© AFP 2024 / FREDERICK FLORINადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში
ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დროებით შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის თანახმად ტელეარხი „რუსთავი 2“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს უნდა გადაეცეს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi 2–ის ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქმეში მესამე მხარის ჩართვის თხოვნით მიმართა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის მისი წინა მფლობელისათვის ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემის შესახებ. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. მოპასუხე მხარეს საქართველო წარმოადგენს.

„სამართლის საძებნელად მოვედი. უნდა ჩავაბაროთ წერილი თხოვნით, რომ საქმეში მესამე მხარედ ჩაგვრთონ“, — განაცხადა ხალვაშმა „რუსთავი 2“–ის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ხალვაში, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან განაცხადა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გაკრიტიკებას არ აპირებს.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში - Sputnik საქართველო
ხალვაში დარწმუნებულია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეს ევროსასამართლოშიც მოიგებს

 „სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ვაკრიტიკებ, არავითარი გადაწყვეტილება არ ყოფილა, შეაჩერეს უბრალოდ“, — დასძინა ხალვაშმა.

ამასთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტუმრა, რომელმაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარესთან გვიდო რაიმონდისთან ერთად საქართველოდან სარჩელების შემცირების პოზიტიური ტენდენცია განიხილა.

სასამართლო დავა „რუსთავი 2“-ის გარშემო თითქმის ორი წელია გრძელდება. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ხალვაშისათვის გადაცემის შესახებ, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეგლამენტის ერთ–ერთი პუნქტის თანახმად, სასამართლოს პალატის თავმჯდომარეს მართლმსაჯულების სათანადო აღსრულების ინტერესებიდან გამომდინარე კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც პროცესის მახრეს არ წარმოადგენს, ან სხვა დაინტერესებულ პირს, განმცხადებლის გარდა, შეუძლია ნება დართოს წარადგინოს წერითი შენიშვნები ან, გამონაკლის შემთხვევებში, მოსმენებში მონაწილეობა მიიღოს.


ყველა ახალი ამბავი
0