რუსეთის მოქალაქეების 8 მარტის მოგზაურობების ტოპ–ხუთეულში თბილისი შედის

© Sputnik / Alexander Imedashviliხედი ნარიყალაზე
ხედი ნარიყალაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ქალთა დღეს რუსეთის მოქალაქეები აპირებენ გამგზავრებას მინსკში, რიგაში, ტალინში, თბილისში.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეებს შორის 8 მარტს უცხოურ მოგზაურობებში თბილისი პოპულარობით მეოთხე ადგილს იკავებს 

დღესასწაულზე სამოგზაუროდ ყველაზე პოპულარული ქალაქები შეარჩია სასტუმროების საძიებო სერვისმა RoomGuru.ru. რეიტინგი შედგენილა 2017 წლის 7–დან 9 მარტამდე სასტუმროებისა და აპარტამენტების ორადგილიანი ნომრების დაჯავშნის მონაცემების მიხედვით.

პირველ ხუთეულში შევიდა მინსკი, რიგა, ტალინი, თბილისი და ბაქო. შემდეგ მოდის ერევანი, ბარსელონა, ბუდაპეშტი, რომი და ვენა.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
რუსი ტურისტების ვიზიტი საქართველოში 2016 წელს 18%-ით გაიზარდა

სერვისის მონაცემებით, თბილისის სასტუმროში ერთი დღე–ღამის გატარება დაახლოებით 46 დოლარი დაჯდება.

World Travel Awards-ის პრემიის მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში RoomGuru.ru მსოფლიოში სასტუმროების საუკეთესო საძიებო ვებ-გვერდად არის აღიარებული.

საქართველოს 2017 წლის პირველ ორ თვეში 118700 რუსეთის მოქალაქე ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 37%-ით აღემატება. იანვარში საქართველოს 62000 რუსეთის მოქალაქე ეწვია (40,3% ზრდა), თებერვალში კი— 56700–ზე მეტი (31,4% ზრდა).


ყველა ახალი ამბავი
0