რუსი ტურისტების ვიზიტი საქართველოში 2016 წელს 18%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გამსვლელ ტურისტთა ნაკადები ზოგადად შემცირდა, საქართველოში ვიზიტების მაჩვენებელმა იმატა.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2016 წლის 9 თვეში 18%-ით გაიზარდა. გასვლითი ტურიზმის შედეგები 2016 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სააგენტო „ტურსტატმა“ გააანალიზა.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
რუსეთის მოქალაქეთა ინტერესი საქართველოსადმი კვლავ იზრდება

„ტურსტატის“ მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტული გასვლა 595 ათასს შეადგენს. ამავდროულად, სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახურის („როსსტატი“) მონაცემებით, 2016 წლის 9 თვეში, 2015 წლის 9 თვესთან შედარებით, რუსეთიდან გასვლითი ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა 6,1%-ით — 27 459 ათასიდან 25 780 ათასამდე შემცირდა.

რუსეთის მოქალაქეების საზღვარგარეთული ვიზიტების რაოდენობის მხრივ საქართველოს მე-12 ადგილი უჭირავს — ესპანეთსა და ტუნისს შორის.

გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთიდან გასვლითი ტურისტული ვიზიტები (2016 წლის პირველ 9 თვეში) გაიზარდა ჩინეთში და საზღვაო კურორტებზე — ტუნისში, კვიპროსზე, ბულგარეთში, ტაილანდსა და საბერძნეთში.

ყველა ახალი ამბავი
0