რუსეთის მოქალაქეთა ინტერესი საქართველოსადმი კვლავ იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნოემბერში რუსეთიდან 60,6 ათასი მოქალაქე ეწვია, ხოლო წლის დასაწყისიდან - დაახლოებით 981 ათასი.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. წლის დასაწყისიდან საქართველოს რუსეთიდან დაახლოებით 981 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2015 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებზე 13%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

სულ 2016 წლის 11 თვეში საქართველოს დაახლოებით 5,9 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც 7,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. აქედან ტურისტი იყო 2,5 მლნ ადამიანი (+19,3%).

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველოს წლის დასაწყისიდან 5,8 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

მხოლოდ ნოემბერის თვეში საქართველოს 60,6 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 10%-ით მეტია.

ვიზიტორების რაოდენობით რუსეთს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის შემდეგ, მეოთხე ადგილი უკავია.

საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება — მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოს 91%-ით უფრო მეტი მოქალაქე ეწვია რუსეთიდან, ვიდრე 2012 წლის განმავლობაში მთლიანად.

ყველა ახალი ამბავი
0