საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ლობირებისთვის დააკავეს

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო ეკიპაჟი
საპატრულო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ორი კომპანიის ინტერესებს ლობირებდა, ამიტომ ქვეყანაში საჭიროზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტები შემოიტანეს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაკავება. ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები დააკავეს

გამოძიება ამტკიცებს, რომ დავით მაჭარაშვილმა ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგად ქვეყანაში მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული ასევე იმ ორი კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებიც საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლებით „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ და „სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში ამსრულებლებისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა“, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0