ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები დააკავეს

© photo: Sputnik / Tutov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება. ხელბორკილები
დაკავება. ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავეები ერთ–ერთ კომპანიას დიდი რაოდენობით თანხის სანაცვლოდ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მფარველობასა და უპირატესობის მინიჭებას დაჰპირდნენ.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ქრთამის აღების ფაქტზე მერიის თანამშრომელი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიისთვის სამუშაოების განხორციელების პროცესში გარკვეული უპირატესობის მინიჭებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხა აიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით („ქრთამის აღება“), რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0