საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში დემოკრატიის გამო შიშობს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარი ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილ მფლობელს გადაეცა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ყველაზე რეიტინგული ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან (Rustavi2) დაკავშირებით მომხდარ რეზონანსულ მოვლენებს დემოკრატიისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელისთვის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

მიკროფონები ბრიფინგზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის წინადადებით გამოვიდა

„რუსთავი 2“-ის გაჩერებით სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ, ჯერ ერთი, ქართულ დემოკრატიას, შემდეგ კი საერთაშორისო იმიჯს — რამდენიმე ხნით ადრე „რუსთავი 2“-მა დააფიქსირა, რომ ის პროევროატლანტიკური და პროევროპული არხია“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

სასამართლო დავა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ თითქმის ორი წელი გაგრძელდა. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ყველა ახალი ამბავი
0