თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მხუთავი აირით მოწამვლის გამო რუსთავში ბებია და მისი შვილიშვილი დაიღუპნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
რადიოსადგურ „პირველი რადიოს“ მონაცემებით, ბებია 52 წლის იყო, ხოლო შვილიშვილი — 12-ის. რა გახდა ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზი, უცნობია.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან 2 წლამდე პატიმრობით.
ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად რუსთავში კვირას ასევე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. ისინი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.