თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მსოფლიო ბანკი კვლავაც დაინტერესებულია აზერბაიჯანში განვითარების ბანკის დაარსებით, აცხადებს ბანკის სამხრეთ კავკასიის მიმართულების წამყვანი ექსპერტი ანჟელა პრიგოჟინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ექსპერტის თქმით, წარსულში ასეთი ბანკის შექმნა შეიძლებოდა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ბაზაზე განხილულიყო, მაგრამ ამჟამად ხელისუფლება ამ იდეაზე არ მუშაობს.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვამბობთ უარს ამ იდეაზე. უამრავი სხვა სახელმწიფო საფინანსო დაწესებულება, მათ შორის, ფონდები და სააგენტოები… განვითარების ბანკი ან მისი მსგავსი ეკონომიკის განვითარების კონსოლიდირებული და ეფექტური ინსტრუმენტი ამ დაწესებულებების ბაზაზეც შეიძლება შეიქმნას“, — ციტირებს პრიგოჟინას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend-ი.
პრიგოჟინას თქმით, გარდა ამისა, ასევე ფრიად მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად ფინანსური სისტემა იყოს სტაბილური.