რას მოუტანს საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

© FB/ Levan Kalandadzeლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ნატა პატარაია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის მაისში კვიპროსზე ჩატარდება, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება, შეხვედრის მონაწილე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლების წინაშე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართოს.

ეკონომისტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ  ამ შეხვედრას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ EBRD-ი  საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია,  განსაკუთრებით   კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, მაისში დაგეგმილ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება“, — განუცხადა ლევან კალანდაძემ Sputnik-საქართველოს.

ეკონომისტის თქმით, მართალია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს პრიორიტეტები უკვე გაწერილი აქვს, მაგრამ მაინც ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარადგენს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს.

გიორგი კვირიკაშვილი და სუმა ჩაკრაბარტი - Sputnik საქართველო
2017 წელს EBRD საქართველოში 300 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს

„რამდენად სწორად  წარადგენს საქართველოს ხელისუფლება  პრიორიტეტებს უახლოესი ოთხი  წლის განმავლობაში,  მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ორი საკითხი. პირველი: თუ თავად EBRD-ი რამდენად აქტიური იქნება შემდგომ წლებში საქართველოს კერძო სექტორთან მიმართებაში,  და მეორე —  რამდენად დაინტერესდებიან საქართველოთი  სხვა ინვესტორებიც“, — აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

ეკონომისტმა განმარტა, რომ ქვეყნის პრიორიტეტები და პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად ასტიმულირებს EBRD-ს და ამ ტიპის სხვა ორგანიზაციების საინვესტიციო პოლიტიკას ამა თუ იმ ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში. 

„მოსალოდნელია, რომ  2017-18 წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება  EBRD —ის თანამონაწილეობა და ინვესტიციები კერძო სექტორში,  ეს  ძირითადად მსხვილი ფინანსური და ინფრასტრუქტურული პროექტებს უკავშირდება,“ — აღნიშნა ლევან კალანდაძემ. 

მისივე თქმით, თუ ჩვენ ვაღიარებთ,  რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ინვესტიციებზე ორიენტირებული პოლიტიკა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  ეს შეხვედრა იქნება ამ პოლიტიკის გაძლიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება და პლატფორმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, EBRD არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის კონტექსტში. საქართველოსა და ბანკის თანამშრომლობა წარმატებულად გრძელდება სახელმწიფო და კერძო სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით. ამ კუთხით აღსანიშნავია EBRD-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა ორივე მიმართულებით. ბანკის მიერ საქართველოსთვის  მნიშვნელოვანი პროექტები ფინანსდება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში (ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა).

ყველა ახალი ამბავი
0