Bloomberg: რეიტინგში ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორისაა

© FB / НПО "Гражданин"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 5,52 მლრდ დოლარის ქონებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგში 276-ე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სააგენტო Bloomberg-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოხვდა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილის ქონება შემცირდა, თუმცა Forbes-ის რეიტინგში დარჩა

Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის თანახმად, 2017 წელს მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა შორის ბიძინა ივანიშვილი 276-ე ადგილზეა. გამოცემის მონაცემებით, მისი ქონება 5,52 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. 2016 წლის რეიტინგის მიხედვით ივანიშვილს 5,6 მლრდ დოლარი ჰქონდა.

Bloomberg-ის რეიტინგის პირველ ადგილზეა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი 85,6 მლრდ დოლარის ქონებით. მეორე ადგილზეა ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი უორენ ბაფეტი. მისი ქონება 78,9 მლრდ დოლარად ფასდება. მესამე 73,5 მლრდ დოლარით ინტერნეტით გაყიდვების მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსია.

პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ესპანელი მეწარმე და ჰოლდინგ Inditex-ის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა (69,3 მლრდ დოლარი) და ახალგაზრდა ბიზნესმენი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (59,1 მლრდ დოლარი).

ყველა ახალი ამბავი
0