ივანიშვილის ქონება შემცირდა, თუმცა Forbes-ის რეიტინგში დარჩა

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა რომ Forbes-ის სიაში რეიტინგი დაკარგა და მისი ქონებაც შემცირდა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კვლავ უმდიდრეს ადამიანად რჩება.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქართველი მილიარდელი, მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი მიუხედავად იმისა რომ 2015 წელს 0.4 მილიარდი დოლარით გაღარიბდა, კვლავ საქართველოს უმდიდრეს ადამიანად და ჟურნალ Forbes-ში საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად რჩება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგში. 

გამოცემის ინფორმაციით, 2016 წელს ივანიშვილმა 298-ე ადგილი დაიკავა რეიტინგში 4,8 მილიარდი დოლარის ქონებით. ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში, ივანიშვილს, 5,2 მილიარდიანი ქონებით, 279-ე ადგილი ეჭირა. ხოლო სექტემბერში, იმავე ქონებით — 291-ე.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა მილიარდერმა Forbes-ის რეიტინგში პოზიციები დაკარგა
 

ბიძინა ივანიშვილის მაქსიმალური მაჩვენებელი 143-ე პოზიციაა 2008 წელს, მაშინ მისი ქონების ღირებულება 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პირველად ქართველი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 2006 წელს გამოჩნდა3,9 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებით და 173-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოში. 

პირველი ადგილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის — 2016 წელს Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა შეინარჩუნა. მისი ქონება Forbes-მა 75 მილიარდ დოლარად შეაფასა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველ ათეულში შევიდა 7 ამერიკელი, მათ შორის უორენ ბაფეტი (60,8 მილიარდი), ჯოზეფ ბეზოსი (45,2 მილიარდი), მარკ ცუკერბერგი (44,6 მილიარდი), ლარი ელისონი (43,6 მილიარდი), მაიკლ ბლუმბერგი (40 მილიარდი), ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები (39,6 მილიარდი თითოეულს)

ყველა ახალი ამბავი
0