ლევანდოვსკი: ობამას გუნდი კისლიაკისა და სეშნსის საუბრებს უსმენდა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკაპიტოლიუმი ვაშინგტონში
კაპიტოლიუმი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპის ექს-მენეჯერის თქმით, იგულისხმება ორი საუბარი რუს დიპლომატსა და ამერიკელ სენატორს შორის, რომელთაგან ერთი სენატის შენობაში შედგა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის მენეჯერმა კორი ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ყოფილი სენატორისა და აჟამად აშშ-ის გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშნსისა და ვაშინგტონში რუსეთის ელჩის, სერგეი კისლიაკის საუბრებს უსმენდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„რაც შეგვიძლია ვთქვათ წინა ადმინისტრაციის შესახებ, ეს ისაა, რომ ისინი ნამდვილად უსმენდნენ მაშინდელი სენატორის, ჯეფ სეშნსისა და რუსეთის ელჩის საუბრებს, როდესაც ის სენატის შენობაში იმყოფებოდა“, — განაცხადა ლევანდოვსკიმ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.

მან ხაზი გაუსვა, რომ მხედველობაში აქვს ორი საუბარი რუს დიპლომატსა და ამერიკელ სენატორს შორის, რომელთაგან ერთი „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის დროს შედგა, მეორე კი სენატის შენობაში.

ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
სენატმა სეშნსი აშშ-ის გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

ლევანდოვსკიმ აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციას ასევე შეეძლო მოესმინა „ტრამპ თაუერში“ გამართული საუბრებისთვის.

„თუ ეს ნამდვილად მოხდა — და როგორც ყველაფრიდან ჩანს, ასეცაა — მაშინ იბადება შეკითხვა: კიდევ რა საუბრებს უსმენენ ისინი?“ — დაამატა მან.

დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ობამა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მის საუბრებს უსმენდა.  

ამასთან, ტრამპმა ეს ვითარება 1972 წლის უოტერგეიტის სკანდალს შეადარა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი თანამდებობიდან გადადგა.
აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამას წარმომადგენელმა კევინ ლიუისმა უარყო ეს ბრალდებები.

ყველა ახალი ამბავი
0