სენატმა სეშნსი აშშ-ის გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მემარჯვენე კონსერვატორის აშშ-ის გენერალურ პროკურორად და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნას 52-მა სენატორმა მისცა ხმა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სენატმა, მიუხედავად დემოკრატების პროტესტისა, სენატორი ჯეფ სეშნსი ქვეყნის გენერალურ პროკურორად დაამტკიცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი სალი იეიტსი იმიგრაციის შესახებ ბრძანებულების შესრულებაზე უარის გამო გაათავისუფლა. ის გენერალური პროკურორის მოვალეობასაც ასრულებდა.  ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „უცხოელი ტერორისტების შემოსვლისგან ქვეყნის დაცვის შესახებ“, რომელიც აშშ-ში 90 დღით კრძალავს შვიდი ქვეყნის (ირანი, ერაყი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი) ყველა მოქალაქის შემოსვლას, ასევე აჩერებს ნებისმიერი ლტოლვილის მიღებას 120 დღით და კრძალავს სირიელი ლტოლვილების მიღებას გაურკვეველი ვადით. ბრძანებულებამ ქუჩის პროტესტები და იურიდიული დავები გამოიწვია.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გაათავისუფლა

მემარჯვენე კონსერვატორად ცნობილი სეშნსის დანიშვნას მთავარ პროკურორად და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელად ხმა 52-მა სენატორმა მისცა, წინააღმდეგ წავიდა 47 და ერთმა თავი შეიკავა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში შედის პროკურატურა და რიგი სპეცსამსახურები, მათ შორის FBI.

დემოკრატებმა კანდიდატის მოსმენის დროს, რომელიც გამოხატული პროტესტის გამო არაერთხელ შეწყდა, სეშნსი არაერთხელ გააკრიტიკეს. დემოკრატები სენატში უმცირესობას წარმოადგენენ.

წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სეშნსი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი მომხრე იყო. ამასთან, ის რუსეთთან მიმართებით პოლიტიკის გამკაცრებას ემხრობოდა.

სეშნსი ალაბამადან სენატორად 1996 წელს აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0