ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გაათავისუფლა

© REUTERS / Lucas Jacksonდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს სალი იეითს ბრალი დასდო ღალატში, რადგან მან უარი თქვა იმიგრაციის შესახებ ბრძანებულების შესრულებაზე.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის სამინისტროს პირველი პირი სალი იეითსი გაათავისუფლა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობებს ასრულებდა. გათავისუფლების მიზეზი მოქალაქეების დაცვისკენ მიმართული იმიგრაციის შესახებ ბრძანებულების შესრულებაზე უარი გახდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თეთრ სახლზე დაყრდნობით.

ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „უცხოელი ტერორისტების შემოსვლისგან ქვეყნის დაცვის შესახებ“, რომელიც აშშ-ში 90 დღით კრძალავს შვიდი ქვეყნის (ირანი, ერაყი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი) ყველა მოქალაქის შემოსვლას, ასევე აჩერებს ნებისმიერი ლტოლვილის მიღებას 120 დღით და კრძალავს სირიელი ლტოლვილების მიღებას გაურკვეველი ვადით. ბრძანებულებამ ქუჩის პროტესტები და იურიდიული დავები გამოიწვია.

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა აშშ-ში ლტოლვილთა მიღება შეაჩერა

ტრამპის ბრძანებულების წინააღმდეგ სარჩელები შეიტანეს ვაშინგტონის, ვირჯინიის, კალიფორნიის, ნიუ-იორკისა და მასაჩუსეტსის შტატებში. იეითსმა იუსტიციის სამინისტროს იურისტებს უბრძანა, არ დაიცვან სასამართლოში პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებულება იმიგრაციის შესახებ. „ამ დროისთვის მე ვერ დამარწმუნეს, რომ სააღმსრულებლო ბრძანებულება კანონიერია“, — დაწერა იეითსმა სამინისტროს მოსამსახურეთა მემორანდუმში.

„გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა სალი იეითსმა იუსტიციის სამინისტროს უღალატა კანონიერი ბრძანებულების რეალიზებაზე უარის თქმით, რომელიც მიმართულია შეერთებული შტატების მოქალაქეების დაცვისკენ“, — ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრმა სახლმა ასევე აღნიშნა, რომ იეითსი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა.

„ქალბატონი იეითსი ობამას ადმინისტრაციის დანიშნულია, რომელსაც სუსტი პოზიციები უკავია საზღვრების შესახებ საკითხში და ძალიან სუსტი პოზიცია — არალეგალური იმიგრაციის საკითხებში“, — განაცხადეს თეთრ სახლში.

„დროა, სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი ქვეყნის დაცვას. შვიდი საშიში ადგილიდან ჩამოსული ადამიანების უფრო მკაცრი შერჩევისკენ მოწოდება — ეს უკიდურესი ზომა არ არის. ეს გონივრულია და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის“, — განაცხადეს თეთრ სახლში.

სამინისტროს ხელმძღვანელად დაინიშნა ვირჯინიის შტატის აღმოსავლეთ ოლქის საოლქო პროკურორი დანა ბოენტე. ის სამინისტროს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯეფ სეშენსის დამტკიცებამდე უხელმძღვანელებს.

ყველა ახალი ამბავი
0