დიდი ქალბატონის თანამედროვე სეხნია და მეორე რეჟისორის მთავარი საქმე

© FB/ Manana Orbelianiმანანა ორბელიანი
მანანა ორბელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანანა ორბელიანი პროფესიით რეჟისორია, მთელი ცხოვრება მეორე რეჟისორის გასაკეთებელ საქმეს დიდი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით აკეთებდა. ბევრ ცნობილ რეჟისორსა და მსახიობთან უმუშავია და გასახსენებელიც ბევრი რამ აქვს...

- ქალბატონო მანანა, ისეთი ქალბატონის სეხნია ხართ, ეს ალბათ რაღაცას გავალდებულებთ და ამასთან გეხმარებათ კიდეც…

— ჩემთვის მანანა ორბელიანი მისაბაძი ქალბატონი იყო, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საგანმანათლებლო სფეროში, შეთქმულების ამბის შემდეგ კი დაიკარგა… არაჩვეულებრივად კერავდა და ყველაფერში გამორჩეული იყო. მიხაროდა, როცა მეცხრამეტე საუკუნის მანანა ორბელიანს მადარებდნენ, სადაც არ უნდა შევსულიყავი საქმეზე თუ კინო გადაღებასთან დაკავშირებით- ყველა ფეხზე მიდგებოდა. მოკლედ ეს სახელი და გვარი ჩემი თითქმის სავიზიტო ბარათი იყო…

© FB/ Manana Orbelianiმანანა ორბელიანი
მანანა ორბელიანი - Sputnik საქართველო
მანანა ორბელიანი

- ჩვენს თანამედროვე მანანა ორბელიანზე, ანუ საკუთარ თავზე რას იტყვით?

— ჩემს თავზე რა უნდა გითხრათ?— ძალიან რომანტიული ვარ და ალბათ ეს მღუპავს… თურმე ან გულს უნდა დაუჯერო, ან გონებას… სამაგიეროდ ძალიან მიზანდასახული ვარ. ყოველთვის მინდოდა ოჯახი და არასოდეს მინდოდა ერთი ბავშვით მარტო დარჩენა… ამიტომ იყო, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი და მეორე, მესამე შვილიც მივამატე და კიდევ გავთხოვდი. 

- მეორე რეჟისორის რანგში ძალიან ბევრი საჭირო საქმე გაქვთ გაკეთებული… 

— მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რეზო ჩხეიძემ რეჟისორის ასისტენტად გამამწესა „დათა თუთაშხიაზე“, მაგრამ ბატონ გიგა ლორთქიფანიძესთან ძალიან დიდი სკოლა გავიარე.მან ფაქტობრივად კარგ ასისტენტად დამაყენა. ამის მერე ფილმიდან ფილმზე სიხარულით დავფრინავდი, ყველა მეპატიჟებოდა. თუკი ცხოვრებაში ვისაუბრეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სამი შვილია. ამან გამაბედნიერა და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული. ახლა თავიდან ბოლომდე ჩემს საყვარელ საქმიანობაში ვარ გადაშვებული. 

© FB/ Manana Orbelianiლეილა აბაშიძე, მანანა ორბელიანი და ნანა მჭედლიძე
ლეილა აბაშიძე, მანანა ორბელიანი და ნანა მჭედლიძე - Sputnik საქართველო
ლეილა აბაშიძე, მანანა ორბელიანი და ნანა მჭედლიძე

- ქალბატონო მანანა, ბოლოდროინდელ სამუშაოზე რას იტყვით?

— ბოლოს რეზო გიგინეიშვილის ფილმზე „თვითმფრინავის ბიჭებზე“ ვიმუშავე. მასიური სცენების ხელმძღვანელი ვიყავი. ამ სცენების მონაწილე ათას სამასმა ადამიანმა ჩემს ხელში გაიარა. ეს ფილმი ბერლინალეზე ქართული დროშასავით ფრიალებს, ძალიან მაგარი გამოვიდა. ფილმი იმ მხრივაც იყო ჩემთვის საინტერესო,რომ ძალიან ბევრი ახალი სახე მოვაგროვე და ჩემი მასიური სცენების მსახიობების ბაზა გაიზარდა. შემოქმედებითად კი ბოლო წლებში სულ რეჟისორ გია კაჭარავასთან ვმუშაობდი მეორე რეჟისორად. მასთან ერთად ბევრი საინტერსო ფილმი გავაკეთე. 

© FB/ Manana Orbelianiმანანა ორბელიანი
მანანა ორბელიანი - Sputnik საქართველო
მანანა ორბელიანი

- ყველაზე ნაყოფიერად მაინც რომელ პროექტზე მუშაობას თვლით?

— ეს არის ზაზა ბუაძის „ყავა და ლუდი“, რომელზეც მეორე რეჟისორად ვმუშაობდი. ეს სერიალი მთელი ექვსი წელი გადიოდა და ასეთი მნიშვნელოვანი საქმე მე არასოდეს მქონია. ამ ექვსი წლის მანძილზე ძალიან ბედნიერები ვიყავით. მაშინ ბადრი პატარკაციშვილის ხელში დავიწყეთ მუშაობა და მერე, კარგად იცით, რომ „იმედის“ მოვლენები როგორ განვითარდა… ამ სერიალზე ძალიან ნიჭიერი და ცნობილი მსახიობები მუშაობდნენ. თან რა მსახიობები?— კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, მიშა გომიაშვილი, ნინო ბურდული, ალეკო მახარობლიშვილი, ყველანი ერთი ოჯახის წევრებივით ვიყავით. ბედნიერი ვარ, რომ მათთან მუშაობა მომიწია.

-ამ ექვსი წლის მანძილზე როგორც სასმელი, ყავა და ლუდი ისედაც თუ შეგიყვარდათ?

— სხვათა შორის კი,დღეს ძალიან მიყვარს, იმიტომ,რომ ერთიც და მეორეც სულ ჭარბად გვქონდა, ამიტომ ორივეს ძალიან მივეჩვიე.

© FB/ Manana Orbelianiმანანა ორბელიანი და რეზო თავართქილაძე
მანანა ორბელიანი და რეზო თავართქილაძე - Sputnik საქართველო
მანანა ორბელიანი და რეზო თავართქილაძე

- ქალბატონო მანანა,ყველაზე საინტერესო ნამუშევრები, ფილმები გაიხსენეთ…

— რომელი ერთი გავიხსენო? „დათა თუთაშხია“, „კარიერი“, „თბილისი-პარიზი-თბილისი“, „ცხელი ზაფხულისსამი დღე“, „კროსვორდების მოყვარულთათვის“, სადაც გეგა კობახიძე თამაშობდა.

- გეგა როგორ დაგამახსოვრდათ?

— გეგა მაშინ ძალიან პატარა ბიჭი იყო, ნიჭიერი, ლაღი და საყვარელი. ჩვენთან მუშაობდა და ეს ამბავი რომ მოხდა, კინაღამ გადავირიე. მე არ მახსოვს, რომ მას გადაღებაზე დაეგვიანა. მასთან ერთად ვიმუშავე ბაადურ წულაძის ფილმზე, გადაღებები ხან თბილისში იყო, ხან ბათუმში, ლევან ზაქარეიშვილთანაც ვიმუშავე. ზოგჯერ ფილმის გადაღების დროს დაწყებული მეგობრობა ცხოვრებაშიც გრძელდებოდა. ერთი მათგანის დროს გადაღებები ქობულეთში იყო. მოკლედ დიდი სიყვარული აგორდა და ის ოჯახიჩემთვის დღემდე ახლობელია. ფრანგებთანაც ვიმუშავე რეჟისორ მიშელ სიბრასთან და ეს ჩემი პირველი იქაური პროექტი იყო. 

© FB/ Manana Orbelianiმანანა ორბელიანი
მანანა ორბელიანი - Sputnik საქართველო
მანანა ორბელიანი

- თქვენ ყოფილი ტანმოვარჯიშე ხართ და როდესმე გადაღების დროს თქვენი სპორტული მონაცემები ხომ არ გამოგადგათ?

— დიახ ვეტერანი სპორტსმენი ვარ და ამის გამო მეორე პენსია მომანიჭეს. რაც შეეხება გადაღებას, ერთხელ მახსოვს გიგა ლორთქიფანიძესთან „დათა თუთაშხიაზე“ მუშაობის დროს იალტაში ვართ გადაღებაზე დადათა თუთაშხიას ზღვაში ჩავარდნის სცენას ვიღებთ. ცხონებული ლევან ნამგალაშვილი იყო ოპერატორი. მე ხომ სპორტსმენი ვარ და ჩემი მონაცემები სწორედ გამომადგა.ერთი სცენის გადაღების დროს ოპერატორი ქამრებით გვეკავა. მახსოვს, ცხონებული გიგა ლორთქიფანიძე დაბლიდან კიოდა: ვაიმე, ორბელიანი მომაშორეთ, რამე არ მოუვიდესო! იმის შემდეგ გიგას ისე შევუყვარდი, რომ ეს სცენა ლამის გმირობის ტოლფასად ჩამითვალა. 

- ქალბატონო მანანა, სპორტსმენის გარდა, ლამაზი ქალბატონი იყავით…

— რა ვიცი, ეს სხვამ უნდა განსაჯოს… ჩემი დაბადების დღეზე ისეთი რა ხდებოდა, ვერ წარმომედგინა ამდენ ადამიანს თუ ვუყვარდი… როგორც იქნა, სახლი ისე მოვაწყვე, როგორც ყოველთვის მინდოდა და ღირსეულ ცხოვრებას ვეღირსე. 

© FB/ Manana Orbelianiკახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, მანანა ორბელიანი, გივი ბერიკაშვილი და ზურა ბერიკაშვილი
კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, მანანა ორბელიანი, გივი ბერიკაშვილი და ზურა ბერიკაშვილი - Sputnik საქართველო
კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, მანანა ორბელიანი, გივი ბერიკაშვილი და ზურა ბერიკაშვილი

-ამბობენ, მეორე რეჟისორი გადაღების დროს პირველზე მთავარიაო?

— სხვათა შორის მეორე რეჟისორი ფილმის გადაღების დროს მართლა ძირითადი ღერძია. მას მოსამზადებელ პერიოდში ყველაფერი მომზადებული უნდა ჰქონდეს,  მასზეა დამოკიდებული: ჯგუფის მომზადება, მსახიობების შერჩევა, ოპერატორი, მხატვარი, გრიმიორი… უნდა იცოდე, ვინ რას და როგორ აკეთებს, მერე ის გამზადებულ მასალას აწვდის რეჟისორს, რომლის ფაქტობრივად მარჯვენა ხელია. რეჟისორმა კი მარტო შემოქმედებით მხარეზე უნდა იზრუნოს. დღეს ვინც პროფესიონალს აფასებს, ის მეძახის და აზრსაცმეკითხება. ძალიან მიხარია, რომ მსახიობებს ვუყვარვარ, მთელი ცხოვრება საყვარელ საქმეს ვემსახურებოდი,დაღლას ვერ ვგრძნობდიდა მადლობა უფალს, რომ ამ გზაზე დამაყენა….

 

ყველა ახალი ამბავი
0