თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ევროკავშირის საბჭომ მანდატი გაუგრძელა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ჰერბერტ ზალბერს 2018 წლის 30 ივნისამდე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე დაყრდნობით.
ზალბერი ამ თანამდებობაზე 2014 წლის 8 ივლისს დაინიშნა. თავისი მოვალეობის შესრულებას იგი 2015 წლის 28 თებერვალს შეუდგა.
ზალბერმა ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლეფორი შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2011 წლის სექტემბრიდან ეჭირა.