პალმირაში ისტორიული ძეგლებისთვის მიყენებული ზარალი მოსალოდნელზე ნაკლებია

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშიუძველესი პალმირა
უძველესი პალმირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბდულქარიმის თქმით, საუბარია მხოლოდ უძველესი ამფითეატრის ფასადის დაზიანებასა და ტეტრაპილონის სვეტების ნგრევაზე.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სირიის ქალაქ პალმირაში არსებული ისტორიული ძეგლებისთვის მიყენებული ზარალი ნაკლები აღმოჩნდა იმ ზიანთან შედარებით, რომელიც ქალაქს „ისლამური სახელმწიფოს“ დაპყრობით მიადგა, ასეთი შეფასება სირიის სიძველეთა და მუზეუმთა დეპარტამენტის დირექტორმა მაამუნ აბდულქარიმმა გააკეთა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

სირია - Sputnik საქართველო
სირიის სამშვიდობო პროცესი

სააგენტოსთან ინტერვიუში აბდულქარიმმა აღნიშნა, რომ იმ ფოტო- და ვიდეოკადრებიდან, რომლებიც მის უწყებას მიეწოდა, ჩანს, რომ დაზიანებები თავდაპირველად ნავარაუდევზე მცირეა.   

„ველოდით, რომ ყველაფერი ბევრად უარესად იქნებოდა. ეს დადებითი მომენტია, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ შევძლებთ იმ სამუშაოს დასრულებას, რომელიც პალმირის პირველი გათავისუფლების შემდეგ დავიწყეთ“, — განაცხადა დეპარტამენტის დირექტორმა.

აბდულქარიმის თქმით, წინასწარი შეფასებით, საუბარია მხოლოდ უძველესი ამფითეატრის ფასადის დაზიანებასა და ტეტრაპილონის სვეტების ნგრევაზე და იქვე დაამატა, რომ „ეს ერთადერთი ზიანია, რომელიც სურათებზე ჩანს“.

ყველა ახალი ამბავი
0