დაკავებულია ცნობილი ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკატორი

გამოწერა
ცნობილი ქართული ბრენდების ფალსიფიცირებაში ბრალდებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 4 მარტი —Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს, იტყობინება უწყება.  

დაკავებულია ქ. ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად ახდენდა ცნობილი ქართული ალკოჰოლური სასმელების — "სარაჯიშვილის", "დავითის", "ორველის",,,ივერიონის’’,,,გრუმის’’,,,დიდგორისა’’ და,,ხვანჭკარას’’ ფალსიფიკაციას, ხოლო შემდეგ, დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა სხვადასხვა ფიზიკურ პირზე.

ღვინო - Sputnik საქართველო
ღვინის ბაზრის ფალსიფიკაციისაგან დაცვა პრიორიტეტულია საქართველოსათვის

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლი, მინის ბოთლები, სხვადასხვა სახის ხსნარები და ყალბი აქციზური მარკები.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.


ყველა ახალი ამბავი
0