თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ღვინის ბაზრის ფალსიფიკაციისაგან დაცვა პრიორიტეტულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამშაბათს, 29 სექტემბერს განაცხადა.
ქართული ღვინის ფალსიფიკაციის საკითხი, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ურთიერთობებში საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც ქართული ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. 2006 წელს რუსეთის ფედერაციამ თავისი ბაზარი დაკეტა ქართული ღვინისათვის, დიდი რაოდენობით ფალსიფიკაციის გამოჩენის გამო. 2013 წელს ქართული ღვინო კვლავ დაბრუნდა რუსულ ბაზარზე, მაგრამ მხოლოდ ბოთლებში. მიმდინარე წლის აგვისტოში, „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა ქართველი მეღვინეების მიერ გამოშვებული პროდუქციის არასათანადო კონტროლის შესახებ და ზოგიერთი მწარმოებლის მიერ გამოშვებული პროდუქციის შეტანა რუსეთში აკრძალა.
„2015 წლის იანვრიდან ღვინოზე კონტროლი გამკაცრდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ფართომასშტაბიან შემოწმებას“, — განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში აღებულია 343 ნიმუში. 17-მდე საეჭვო შემთხვა მოკვლევისთვის შესაბამის სამსახურებს გადაეცა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ღვინის ბაზრის ფალსიფიკაციისგან დაცვა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხარისხიანი ღვინის პოპულარიზაციას“ — განაცხადა ოთარ დანელიამ.