როსპოტრებნადზორი: ქართველი მეღვინეები რეგულარულად არღვევენ ტექნოლოგიებს

© Sputnik / Alexander Imedashvili / გადასვლა მედიაბანკშიროსპოტრებნადზორი: ქართველი მეღვინეები რეგულარულად არღვევენ ტექნოლოგიებს
როსპოტრებნადზორი: ქართველი მეღვინეები რეგულარულად არღვევენ ტექნოლოგიებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების მონაცემებით, 2015 წელს საქართველოდან რუსეთში 45 მწარმოებლის მიერ წარმოებული 6,7 მილიონი ლიტრის ალკოჰოლური პროდუქცია შევიდა. ამასთან გამოვლენილია ალკოჰოლური პროდუქციის 10 პარტია, რომელიც არ შეესაბამებოდა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ქართველი მეღვინეები მუდმივად არღვევენ ტექნოლოგიებს, ხოლო მაკონტროლებელი ორგანოები არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას, განუცხადეს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ „როსპოტრებნადზორში“. 

 ადამიანის კეთილდღეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროზე ზედამხედველობის ფედერალური სამსახური ახორციელებს საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებას. 

 „შემოტანილი პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების ანალიზი მოწმობს, წარმოების ტექნოლოგიის სისტემატურ დარღვევასა და გამოშვებული პროდუქციის კონტროლის არასაკმარის დონეს, როგორც მწარმოებელთა ასევე საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან“, — განაცხადეს „როსპოტრებნადზორის“ პრეს-სამსახურში. 

 უწყების მონაცემებით, 2015 წელს საქართველოდან რუსეთში 45 მწარმოებლის მიერ წარმოებული 6,7 მილიონი ლიტრი ალკოჰოლური პროდუქცია შევიდა. ამასთან გამოვლენილია ალკოჰოლური პროდუქციის 10 პარტია (კონიაკი „ძველი კახეთი“, „კოლხიდა“ — მწარმოებელი შპს „ყვარელის მარანი“, სუფრის მშრალი წითელი ღვინო „საფერავი“ — მწარმოებელი შპს „აგორა“), რომელიც არ შეესაბამებოდა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს. 

 „როსპოტრებნადზორში“ ხაზი გაუსვეს, რომ იმ პროდუქციის არც ერთი პარტია, რომელიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოებისა და ხარისხის მოთხოვნებს, არ იქნა დაშვებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. 

 „რუსეთის ტერიტორიაზე შემოტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი გრძელდება“ — აღნიშნეს უწყებაში.


ყველა ახალი ამბავი
0