თბილისი, 3 მარტი — Sputnik. გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე პარტიზანი მებაღეები სცემეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გარემოსდამცველები აღნიშნულ კორპუსთან უკვე რამდენიმე დღეა მორიგეობენ და რეკრეაციულ ზონას განადგურებისგან იცავენ.
როგორც ნაცემი პარტიზანები ჰყვებიან, მათ სამუშაოს მიმდინარეობას ხელი შეუშალეს, რის გამოც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემია ორი ადამიანი. კომპანის თანამშრომლები ფიზიკურ ანგარიშსწორებას უარყოფენ. მათი თქმით, აქტივისტები და ადგილობრივები სამუშაოს წარმოებას ხელს უშლიან.