კალეს მერმა მიგრანტებისთვის საკვების დარიგება აკრძალა

© photo: Sputnik / Irina Kalashnikovaლტოლვილები კალეს მიგრანტთა ბანაკში
ლტოლვილები კალეს მიგრანტთა ბანაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლე რუმ მოიწონა მერ ბუშარის ეს გადაწყვეტილება.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ კალეს მერმა ნატაშა ბუშარმა, სადაც მანამდე ემიგრანტების სტიქიური ბანაკი „ჯუნგლები“ იყო, მიგრანტებისთვის საკვების დარიგება აკრძალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Monde-ზე დაყრდნობით.

ავიგდორ ლიბერმანი - Sputnik საქართველო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ებრაელებს საფრანგეთიდან ემიგრაციისკენ მოუწოდებს

გაზეთის ინფორმაციით, ნატაშა ბუშარმა შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი ოთხშაბათს, ქალაქში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბრუნო ლე რუს ვიზიტის შემდეგ მოაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბანაკი 2016 წლის ნოემბერში აიღეს, კალეში ისევ რჩება რამდენიმე ასეული მიგრანტი, რომლებიც საკვებს ადგილობრივი ორგანიზაციებისგან ღებულობენ.

კალეს მერ ბუშარს ამ სახით სურს თავიდან აირიდოს ახალი „მიმაგრების ადგილების“ ჩამოყალიბება.

როგორც Monde წერს, მინისტრმა ლე რუმ მოიწონა ნატაშა ბუშარის ინიციატივა.
 

ყველა ახალი ამბავი
0