რა აჩუქეს ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა

© FB / Giorgi Margvelashviliბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს საჩუქრები აჩუქეს
ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს საჩუქრები აჩუქეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს მინსკში გამართულ მორიგ მოლაპარაკებებზე სახელმწიფოების მეთაურებმა ვიზიტისა და მიღწეული შეთანხმებების შედეგები შეაჯამეს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა, რომლებმაც მინსკში მოლაპარაკებები გამართეს, ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს: ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქართველ კოლეგას სლუცკის ქამრის სასაჩუქრე ვარიანტი აჩუქა, ხოლო საქართველოს ლიდერმა ბელარუსის პრეზიდენტს — ორი სურათი, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.

© FB / Giorgi Margvelashviliბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს საჩუქრები აჩუქეს
ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს საჩუქრები აჩუქეს - Sputnik საქართველო
ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს საჩუქრები აჩუქეს

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, მან ლუკაშენკოსგან მიიღო სლუცკის ქამრის (დასახელება ბელარუსის ქალაქიდან მოდის, არის ბელარუსის  ეროვნული სამოსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი) სასაჩუქრე ვარიანტი სპეციალურ ხის ყუთში მოთავსებული, პასპორტითა და სერტიფიკატით. ბელარუსელ ლიდერს მარგველაშვილმა ორი სურათი გადასცა, რომელთა ავტორები და შესრულების ტექნიკა დაუზუსტებელია.

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ოთხშაბათს დამოუკიდებლობის სასახლეში მათ გამართეს მოლაპარაკებები, რომლის შედეგად ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საჰაერო მიმოსვლისა და ინვესტიციების განხორციელებისა და ურთიერთდაცვის ხელშეწყობის შესახებ.

პრეზიდენტებმა ასევე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსი და საქართველო მეგობრული ურთიერთობების ყოველმხრივ გამტკიცებისკენ მიმართულ ინტენსიურ სახელმწიფოთაშორისი დიალოგის გაგრძელებას აპირებენ.

გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლუკაშენკო საქართველოში ვიზიტით მოიწვია, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.

მარგველაშვილის შეფასებით, ბელარუსსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ.

„ლიდერებმა ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და მიღწეული შეთანხმებების განხორციელების კონკრეტულ გზებზე ისაუბრეს“, — აღნიშნეს პრეს-სამსახურში.

ყველა ახალი ამბავი
0