ქართველმა მკვლევარმა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მიიღო

გამოწერა
ქართველი მკვლევარის, ნუცა კობახიძის სადოქტორო დისერტაცია აშშ-ის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების აზრით საუკეთესო აღმოჩნდა.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ნუცა კობახიძე პირველი ქართველი მკვლევარია, რომელმაც განათლების სფეროში პროფესორ გეილ კელის სახელობის პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მიიღო, აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ათასწლეულის ინოვაცია - Sputnik საქართველო
ნორჩი ქართველი მეცნიერები NASA-ში გაემგზავრებიან

კობახიძის სადოქტორო დისერტაცია 2016 წლის საუკეთესო დისერტაციად დასახელდა. ნუცა კობახიძეს Gail P. Kelly-ის ჯილდოს აშშ-ის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების (CIES) კომისია გადასცემს, რომელიც ხუთი ქვეყნის წარმომადგენელი ცნობილი მეცნიერით არის დაკომპლექტებული.

გეილ კელის ჯილდო 1994 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა ინგლისურ ენაზე შესრულებულ სადოქტორო დისერტაციას, რომელიც სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის თემებს ეხება. შერჩევის კრიტერიუმებს შორის არის აკადემიური წარჩინება, ორიგინალურობა, მეცნიერული სიახლე, კვლევის მეთოდოლოგიის სიზუსტე და დარგის განვითარებაში შეტანილი თეორიული წვლილი.

ნუცა კობახიძემ სადოქტორო დისერტაცია 2016 წელს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე დაიცვა, სადაც შემდგომ მუშაობა განაგრძო.

ნუცა კობახიძეს გეილ კელის სახელობის ჯილდოს ოფიციალურად 2017 წლის 7 მარტს საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე გადასცემენ, რომელიც აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0