ევროპარლამენტმა მარინ ლე პენს საპარლამენტო იმუნიტეტი გაუუქმა

გამოწერა
მარი ლე პენს ევროპარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი პირველად 2014 წელს ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც ქუჩაში მლოცველ მუსლიმთა მზარდი რაოდენობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ოკუპაციას შეადარა.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ევროპარლამენტმა ბრიუსელის მინი-სესიის ფარგლებში ჩატარებული კენჭისყრით პარლამენტარის იმუნიტეტი გაუუქმა „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერსა და საპარლამენტო ფრაქცია „ეროვნებებისა და თავისუფლებების ევროპის“ თავმჯდომარე მარინ ლე პენს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

კენჭისყრა ჩვეულებრივი ხელის აწევით მიმდინარეობდა და როგორც სესიის თავმჯდომარემ განაცხადა, „ხილულმა უმრავლესობამ იმუნიტეტის გაუქმებას მისცა ხმა“. თავად მარინ ლე პენი კენჭისყრას არ ესწრებოდა.
ის საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატია და ამჟამად ნანტერის პროკურატურის მიერ აღძრული საქმის ფიგურანტია.

ლე პენმა არჩევნებში ნაცფრონტის შედეგებისათვის ფრანგებს მადლობა გადაუხადა - Sputnik საქართველო
ლე პენმა არჩევნებში "ნაცფრონტის" შედეგებისათვის ფრანგებს მადლობა გადაუხადა

აღნიშნული გამოძიება იმ ფოტოებთან დაკავშირებითაა წამოწყებული, რომლებზეც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილი მხეცობაა აღბეჭდილი და რომლებიც მარი ლე პენმა საკუთარ „ტვიტერზე“ გამოფინა.

ფრანგი პოლიტიკოსისთვის იმუნიტეტის გაუქმება ფრანგულმა მხარემ მოითხოვა, თუმცა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არანაირ გავლენას არ მოახდენს მის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსზე.

მედიის ინფორმაციით, მარი ლე პენს შესაძლოა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 75 ათასი ევროს ოდენობის ფულა დი ჯარიმა ემუქრებოდეს. 

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური ფრონტის“ ხელმძღვანელებს, მათ შორის, მის დამფუძნებელსა და მარინ ლე პენის მამას, ჟან-მარი ლე პენს არაერთხელ ჩამორთმევიათ სადეპუტატო უფლებამოსილება იმიგრანტებსა და ჰიტლერული ოკუპაციის თემაზე გამონათქვამებისთვის, თუმცა არასდროს დაუპატიმრებიათ.

© photo: Sputnik / Александр Поляков / გადასვლა მედიაბანკშიჟან-მარი ლე პენი — საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის მამა
ჟან-მარი ლე პენი — საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის მამა - Sputnik საქართველო
ჟან-მარი ლე პენი — საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის მამა

თავად მარი ლე პენს ევროპარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი პირველად 2014 წელს ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც ქუჩაში მლოცველ მუსლიმთა მზარდი რაოდენობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ოკუპაციას შეადარა. წაქეზებასა და რასობრივ სიძულვილში ბრალდება მას 2015 წელს მოუხსნა სასამართლომ და დეპუტატის უფლებამოსილებაც აღუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0