ლე პენმა არჩევნებში "ნაცფრონტის" შედეგებისათვის ფრანგებს მადლობა გადაუხადა

გამოწერა

მემარჯვენე "ეროპვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი სიტყვით გამოვიდა მომხრეების წინაშე და მადლობა გადაუხადა მათ მას შემდეგ, რაც რეგიონული არჩევნების პირველ ტურში მისი პარტია 6 რეგიონში ლიდერობდა.

საფრანგეთში რეგიონული არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც "ნაცფრონტი" ერთპიროვნულად ლიდერობდა 6 რეგიონში, მარინ ლე პენმა "დიდებულ შედეგად" დაასახელა.

"ჩვენ მადლიერები ვართ მომხრეებისა და ამომრჩევლების ნდობის გამო, რომლებმაც ჩვენ მხარი დაგვიჭირეს, მათი თანადგომისა და ხმებისათვის, რომლებმაც ჩვენ საშუალება მოგვცა მიგვეღწია ამ დიდებული შედეგებისათვის", – განაცხადა მან.

კვირას ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მარინ ლე პენის "ეროვნული ფრონტი" საფრანგეთის მეტროპოლიის 13–დან 6 რეგიონში ლიდერობს, ნიკოლა სარკოზის "რესპუბლიკელები" – ოთხში, სოცპარტია კი – ორში. კორსიკაზე ლიდერობს მემარცხენე პარტიების ალიანსი.

კერძოდ, ლე პენმა საგრძნობლად ჩამოიტოვა კონკურენტები ჩრდილოეთ რეგიონში ნორ–პა–დე–კალ–პიკარდიაში — 40–41% 24–25%–ის წინააღმდეგ "რესპუბლიკელების" კანდიდატთან და 18–18,5% სოცპარტიის წარმომადგენელთან.

თავის მხრივ, მისმა ძმისშვილმა მარიონ მარეშალ–ლე პენმა, რომელიც ქვეყნის სამხრეთით პროვანს–ალპ–ლაზურის რეგიონში იყრის კენჭს, ნოკდაუნში ჩააგდო "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი მერი ნიცა კრისტიან ესტროზი – 40,9–41,9% — ნაცფრონტი, 24,5–25% — "რესპუბლიკელები", 18,0% – სოცპარტია.

ყველა ახალი ამბავი
0