მარგველაშვილმა მინსკში წიწვოვანი ხე დარგო

© FB / Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მინსკში დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანს ეწვია და იქ ხე დარგო.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში წიწვოვანი ხე დარგეს.

მარგველაშვილი ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ერების მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს
გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ერების მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ერების მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს

მარგველაშვილის პატივსაცემად ლუკაშენკომ დამოუკიდებლობის სასახლეში ოფიციალური სადილი გამართა, სადაც პრეზიდენტებმა ხალხების მეგობრობის სადღეგრძელო წარმოთქვეს და ასევე საჩუქრები გაცვალეს, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

მარგველაშვილმა ლუკაშენკოს მიწვევისა და თბილი მიღებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

უფრო ადრე საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, შემდეგ კი — დელეგაციების წევრთა მონაწილეობით. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს საჰაერო მიმოსვლისა და ინვესტიციების განხორციელებისა და ურთიერთდაცვის ხელშეწყობის შესახებ.

პრეზიდენტებმა ასევე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსი და საქართველო მეგობრული ურთიერთობების ყოველმხრივ გამტკიცებისკენ მიმართულ ინტენსიურ სახელმწიფოთაშორისი დიალოგის გაგრძელებას აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0