მოსკოვის „ლოკომოტივში“ კვირკველიას დებიუტი შედგა

გამოწერა
რუსეთის თასის მეოთხედფინალში მოსკოვის „რკინიგზელთა“ გამარჯვების მატჩში კვირკველიას დებიუტი შედგა.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მოსკოვის „ლოკომოტივში“ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველის სოლომონ (საბა) კვირკველიას დებიუტი შედგა, იუწყება დედაქალაქის გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

კვირკველიას დებიუტი შედგა რუსეთის თასის მეოთხედფინალის მატჩში „ტოსნოს“ წინააღმდეგ, რომელშიც რკინიგზელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს.

ქართველი მცველი მინდორზე 87–ე წუთზე გამოვიდა, როდესაც ტარას მიხალიკი შეცვალა.

რუსეთის თასის ნახევარფინალში „ლოკომოტივი“ „უფას“ შეხვდება. თამაში ოთხ მაისს მოსკოვში შედგება.

 „Sputnik საქართველო“ „ლოკომოტივის“ პრეს–სამსახურს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რამდენად კარგად მიმდინარეობს ქართველი მცველის ადაპტაცია ახალ გუნდში.

პრეს–სამსახურის თქმით, კვირკველია ძალიან კარგად შეეგუა ახალ კოლექტივს, და მისი ადაპტაცია წარმატებით მიმდინარეობს. კვირკველია უკვე ითვისებს კლუბის ტაქტიკურ სქემებსა და მთავარი მწვრთნელი მოთხოვნებს. 

გურამ კაშია - Sputnik საქართველო
კაშია „ვიტესთან“ ერთად ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა

კვირკველია კაზანის „რუბინიდან“ „ლოკომოტივში“ მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა. მოსკოვის კლუბში მცველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის უფლებით ითამაშებს.

რუსეთის ფეხბურთს ჩემპიონატის მეორე ნაწილი სამ მარტს დაიწყება. ზამთრის პაუზის შემდეგ „ლოკომოტივი“ თავის პირველ მატჩს „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ გამართავს. მიიღებს თუ არა კვირკველია ამ თამაშში მონაწილეობას, გადაწყდება უშუალოდ თამაშის დღეს, აღნიშნა კლუბის პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა.

XVII ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 23 ქულით სატურნირო ცხრილში 10 ადგილს იკავებს და ევროთასის ზონას 5 ქულით ჩამორჩება.


ყველა ახალი ამბავი
0