ბაკურიანში ყინულის მოედანს და ბიატლონის ტრასას ააშენებენ

© courtesy of Vaska Gedenidze, VN Productionბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაკურიანში ყინულის მოედნისა და ბიატლონის ტრასის მშენებლობის საკითხში საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ბელარუსის საპროექტო და სამშენებლო კომპანიების დახმარების იმედი.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ბელარუსი მზადაა საქართველოს დახმარება გაუწიოს ბაკურიანში დაგეგმილი ყინულის მოედნისა და ბიატლონის სტადიონის მშენებლობების პროექტების განხორციელებაში, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ბაკურიანი — კავკასიის უძველესი სამთო–სათხილამურო კურორტია, რომელიც თბილისიდან 180 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
ბაკურიანში ბიატლონისათვის განკუთვნილი ტრასა მოეწყობა

„საქართველო, უახლოეს მომავალში სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში ყინულის მოედნისა და ბიატლონის ტრასის მშენებლობას გეგმავს. ბელარუსის საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციები მზად არიან დახმარება შემოგთავაზონ.  ვფიქრობ, ქართული მხარე დაინტერესდება ჩვენი გამოცდილებით სპორტული ობიექტების დატვირთვის კუთხით, და  მათი ინფრასტრუქტურის გამოყენებით სპორტული და მასობრივი ღონისძიებების გამართვისთვის “,  — განაცხადა ლუკაშენკომ ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა გეგმავს ზამთრის სპორტის  ერთ-ერთ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვისათვის განაცხადის შეტანას.

ქართული დელეგაცია მარგველაშვილის მეთაურობით, მინსკში ორდღიანი ოფიციალური  ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვედრები ბელარუსის პრემიერ ანდრეი კობიაკოვთან, ეროვნული სათათბიროს საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩთან და ეროვნული სათათბიროს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბელარუსში 2 მარტს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0