ყაზახეთში აჭარის საინვესტიციო პოტენციალი წარადგინეს

© Правительство Аджарииაჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე ასტანაში
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე ასტანაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტანაში აჭარის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ქართული ფოკლორი, ღვინო და სამზარეულო გააცნეს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და მანგისტაუს ოლქის მერმა ალიკ აიდარბაევმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. 

ყაზახეთის ელჩი: ჩემი ქვეყნიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მატულობს - Sputnik საქართველო
ყაზახეთის ელჩი: ჩემი ქვეყნიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მატულობს

თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების განვითარებას, ასევე ეკონომიკურ სუბიექტებს შორის კონტაქტების დამყარებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამრეწველო პარტნიორობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხებს. მემორანდუმის თანახმად მხარეები კავშირებს ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გააღრმავებენ.

მხარეები სხვადასხვა ფორმით გაუწევენ მხარდაჭერას  ეკონომიკურ თანამშრომლობას,  კერძოდ, ერთობლივი მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციას. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგიონები ხელს შეუწყობს საინვესტიციო პარტნიორობის განვითარებას, ერთობლივ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობას. 

 

ყველა ახალი ამბავი
0