უკრაინაში სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დაარეგისტრირეს

© AP Photo / Efrem Lukatskyმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პრინციპულად ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებისკენ ისწრაფვის.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ (РУХ НОВИХ СИЛ), რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ნათქვამია პოლიტიკოსის Facebook-ის გვერდზე.

სააკაშვილმა უკრაინაში თავისი პოლიტიკური ძალის შექმნის თაობაზე 2016 წლის ნოემბერში განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლეს რადაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიღწევას აპირებს.

„ეს თითქოსდა წვრილმანი ჩვენს მოძრაობას ქვეყნის პრინციპულად ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯით აახლოებს. „მოძრაობის“ წარმომადგენლობა უკვე ბევრ ქალაქშია და დღითიდღე მატულობს“, — დაწერა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის 19 ქალაქში ფუნქციონირებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უფლებადამცველი სააკაშვილს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს

 „ახალი ძალების მოძრაობის“ წარმომადგენლები თავს „უკრაინის სახალხო მოძრაობის“ თანამიმდევრებს უწოდებენ. ეს პარტია 1989 წელს პოლიტიკურმა მოღვაწეებმა ვიაჩესლავ ჩერნოვოლმა და ვასილი კუიბიდამ დააარსეს.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. სამშობლოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის გამო მასზე ძებნაა გამოცხადებული.

2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — სააკაშვილი ოპოზიციაში სკანდალით წავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0