თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სარაგბო კლუბი „კრასნი იარი“ რუმინულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს ახალი რუსთავის სტადიონზე გამართავს, ნათქვამია რუსული გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
თამაში პირველ აპრილს Challenge Cup-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში გაიმართება.
ეს იმითაა გამოწვეული, რომ EPCR-მა (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბი) ამ სეზონზე კრასნოიარსკის კლუბებს ამინდის პირობების გამო მშობლიურ ქალაქში თამაში აუკრძალა.
„კრასნი იარის“ ხელმძღვანელობამ, გააანალიზა რა შექმნილი ვითარება, გადაწყვიტა მატჩი საქართველოში, ახალი რუსთავის სტადიონზე გამართოს, სადაც გუნდი გასულ სეზონზე ვარჯიშობდა და ტესტ-მატჩი ითამაშა.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო რაგბის ქვეყანაა და გასულ წელს გუნდის ვიზიტმა რაგბის გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
„რასაკვირველია, ძალზე ცუდია, რომ ჩვენს გუნდს საერთაშორისო მატჩის თამაში კრასნოიარსკის საზღვრების გარეთ მოუწევს, მაგრამ ჯერჯერობით, EPCR-ის დარწმუნება იმაში, რომ მატჩი აქ გაიმართოს, ვერ შევძელით. მატჩი საქართველოში — ეს დღეისათვის საუკეთესო ვარიანტია“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „კრასნი იარის“ შემადგენლობაში ორი ქართველი რაგბისტი — ლაშა მალაღურიძე და მიხეილ წიკლაური გამოდიან.