საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

CC BY-SA 2.0 / Michael Coghlan / Prison Barsსაგამოძიებო იზოლიატორი
საგამოძიებო იზოლიატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის რვა ქალი და ერთი არასრულწლოვანია.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოთხშაბათს 157 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის რვა ქალი და ერთი არასრულწლოვანი, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მარგველაშვილმა გამოსცა შეწყალების შესაბამისი აქტი, რომელიც უკვე გადაიგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

ციხე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს საპატიმროები ოთხშაბათს დატოვა 93-მა პატიმარმა, აქედან ექვსი ქალია და ერთი — არასრულწლოვანი. დანარჩენებს სასჯელი შეუმსუბუქდათ.

შეწყალების კომისიამ 890 პატიმრის საქმე 16-21 თებერვალს განიხილა. შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა კომისიის წევრების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0