საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

© AFP 2024 / Thierry Zoccolanციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მათგან 122 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს, დანარჩენს კი სასჯელი შეუმცირდა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 14 ქალია, განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფოს მეთაურმა შეწყალების შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა, რომელიც უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

„122 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 12 ქალბატონი; დანარჩენ 53 მსჯავრდებულს, რომელთაგან ორი ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით“, — აღნიშნა ქორიძემ.

შეწყალების საკითხთა კომისიამ 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით 1142 მსჯავრდებულის საქმე განიხილა, რის შემდეგაც შეიმუშავა და კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდა პრეზიდენტს, დასძინა მან.

ყველა ახალი ამბავი
0