კაშია: ჰოლანდიის თასის მოგებაზე ვოცნებობ

© FB / VitesseArnhemგურამ კაშია
გურამ კაშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ვიტესის“ კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიის თასის გათამაშების ნახევარფინალში გუნდს მინდორზე „სპარტას“ წინააღმდეგ გაიყვანს.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველმა და „ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიელ ჟურნალისტებთან თავისი ოცნების შესახებ ისაუბრა.

„ვოცნებობ, რომ ჰოლანდიის თასი ავწიო. ყოველ ღამეს ეს მიდგას თვალწინ“, — განუცხადა ქართველმა მცველმა ჰოლანდიურ გამოცემას Omroep Gelderland.

გურამ კაშია - Sputnik საქართველო
კაშიას მიერ გატანილმა გოლმა „ვიტესი“ ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა

მან ასევე დასძინა, რომ ჩემპიონატის ბოლო თამაში „გოუ ეჰედ იგლსის“ წინააღმდეგ, რომელიც „ვიტესმა“ ანგარიშით 3:1 მოიგო, საკმაოდ რთული იყო. მაგრამ ახლა ყველა მოთამაშე „სპარტასთან“ თამაშზე ფიქრობს.

ჰოლანდიის თასის ნახევარფინალი „სპარტასა“ და „ვიტესს“ შორის გაიმართება დღეს, 1 მარტს, როტერდამში და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ნახევარფინალის მეორე წყვილია АЗ (Alkmaar Zaanstreek) და „კამბუური“.

უკანასკნელად „ვიტესი“ ეროვნული თასის ნახევარფინალში 2001 წელს მონაწილეობდა. მაშინ კლუბი „ტვენტესთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

თავისი ისტორიის განმავლობაში „ვიტესი“ ტურნირის ფინალში სამჯერ გავიდა (1912, 1927 და 1990), მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0