ჰოლანდიის მოქალაქეს საქართველოში 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ სასამართლოში დაამტკიცა, რომ ნიდერლანდების მოქალაქე არტურ მარტინ ბლაუ საქართველოს გავლით 96 კილოგრამზე მეტი ჰეროინის გადატანას ცდილობდა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიდერლანდების მოქალაქე არტურ მარტინ ბლაუ 96 კილოგრამზე მეტი ჰეროინის უკანონო ტრანზიტის მცდელობისთვის დამნაშავედ აღიარა და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჰოლანდიის მოქალაქე 2016 წლის ივნისში ბათუმში დააკავეს. მაშინ შსს-ში განაცხადეს, რომ ამოიღეს 356 შეკვრად დაფასოებული 213 კილოგრამი ჰეროინი.

დაკავებული პირი - Sputnik საქართველო
მარნეულის რაიონში ჰეროინისთვის დაკავებულს პატიმრობა ელოდება

პროკურატურის მონაცემებით, ამოღებულია 177 კილოგრამი და 750,8 გრამი ფხვნილი, რომელიც შეიცავდა 96 კილოგრამსა და 598,67 გრამ ჰეროინს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ არტურ მარტინ ბლაუს სახელზე რეგისტრირებულია გადამზიდავი კომპანია AB Anneson Akeri, რომელსაც 2016 წლის ივნისში ჰოლანდიაში ირანიდან ბრინჯი უნდა გადაეტანა.

ტვირთის გადაზიდვა უნდა მომხდარიყო არტურ მარტინ ბლაუს საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანით.

სატვირთო ავტომობილი ირანიდან ბათუმამდე ჩავიდა, საიდანაც უკრაინის გავლით ჰოლანდიაში უნდა წასულიყო.

სამართალდამცველებმა ჰეროინი სწორედ ბათუმის პორტში აღმოაჩინეს. ის ავტომობილის მისაბმელის იატაკში მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული.

ჰოლანდიის მოქალაქე ბრალი წარედგინა სსკ-ის მუხლით „საქართველოში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა“, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.
არტურ მარტინ ბლაუს ადვოკატს კომენტარი მასმედიისთვის ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0