მარნეულის რაიონში ჰეროინისთვის დაკავებულს პატიმრობა ელოდება

გამოწერა
პოლიციამ მარნეულის რაიონის ერთ-ერთი მცხოვრების სახლში ჰეროინი აღმოაჩინა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. პოლიციამ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავა, აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 27,16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა, რომელიც, ექსპერტიზის მონაცემებით, 2,57 გრამი ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ დაკავებული ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი - Sputnik საქართველო
„გირჩის“ ლიდერმა თბილისში საჩვენებლად „ბიო“ ნარკოტიკი იყიდა და პოლიციას გადასცა

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება“, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

ყველა ახალი ამბავი
0