საქართველოს პრეზიდენტი: ევროპა უვიზოდ – მხოლოდ დასაწყისია

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესში ქვეყნის სხვადასხვა მთავრობას მიუძღვის წვლილი.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ქვეყნის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ეტაპია, მიიჩნევს ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ორშაბათს მხარი დაუჭირა ევროკავშირის საბჭომ, ხოლო ოთხშაბათს ახალ რეგულაციას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტა) წარმომადგენელი. ამგვარად, დარჩება მხოლოდ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში საკანონმდელო ცვლილებების გამოქვეყნება.

„პრეზიდენტის აზრით, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე. ეს არის ახალი შესაძლებლობა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის. მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპული არჩევანის შეუქცევადობას და ევროკავშირის მაღალ ნდობას საქართველოსადმი, როგორც საიმედო პარტნიორისადმი“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ბრიუსელში გაემგზავრა

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველომ დაიმსახურა წარმატება და ეს დამსახურება ეკუთვნის როგორ უწინდელი, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ამავე დროს, ეს არის მოქმედი ხელისუფლების კონსოლიდირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგი“, — განაცხადა მიშველაძემ.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ხელმისაწვდომია იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ.

უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0