ეს რჩევები ყველა დიასახლისს გამოადგება

CC BY 2.0 / bptakoma / hostessკერძების მომზადება
კერძების მომზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა დიასახლისს საჭმლის მომზადება და გაზქურასთან ტრიალი, და ეხერხება ეს მას თუ არა, მაინც საჭიროა ზოგიერთი სიახლისა და რჩევის გათვალისწინება.

გთავაზობთ რამდენიმე უბრალო ხერხს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ სამზარეულოში.

•    თქვენი გამომცხვარი უფრო ფერადოვანი და მადის აღმძვრელი იქნება, თუ ცომში ცოტაოდენ დაყენებულ შავ ჩაის ჩაურევთ.

ქვაბი - Sputnik საქართველო
რაში მოვამზადოთ საკვები უსაფრთხოდ: ტეფალი, თუჯი, მინანქარი თუ...

•    თუ დაგრჩათ პიცა, გააცხელეთ ის არა მიკროტალღურ ღუმელში, არამედ ტაფაზე, ოღონდ დააფარეთ ფოლგა და ცოტაოდენი ადგილი დატოვეთ ჰაერისთვის. თქვენი პიცა ახალივით იქნება.

•    მანის ფაფას რომ კურკუშელები არ გაუჩნდეს, საკმარისია, ის ოდნავ მოხალოთ და შემდეგ მოამზადოთ.

•    ყავის მოხარშვის პროცესში კარაქის მცირე ნაჭერი ჩააგდეთ. ის ყავის გემოს შეამსუბუქებს და ნაღების გემოს მისცემს.

•    ხახვი და სტაფილო უფრო მალე მოიშუშება, თუ ტაფაზე დაყრის წინ მას ცოტაოდენ შაქარს მოაყრით.

•    თუ მაიონეზის ყიდვა დაგავიწყდათ, შეგიძლიათ მისი შემცვლელი სულ იოლად მოამზადოთ: არაჟანში დაუმატეთ დაფშვნილი კვერცხის გული და ერთი სუფრის კოვზი მდოგვი და მზადაა.

•    მაკარონი და ბრინჯი მომზადებისას ერთმანეთს არ მიეკრობა, თუ დუღილისას ერთ კოვზ მზესუმზირის ან ზეთისხილის ზეთს დაუმატებთ, ხოლო როცა მოიხარშება, ცივ წყალს გადაავლებთ.

სპაგეტის კოვზი - Sputnik საქართველო
ფუნქციური მინი-ექსკურსი, ანუ იცით თუ არა ყოველდღიური მოხმარების საგნების დანიშნულება

•    ხორცმა შეწვისას რომ ლამაზი ფერი მიიღოს, სანამ ღუმელში შედებთ, თაფლი ან ბროწეულის წვენი წაუსვით. ასევე შეგიძლიათ მშრალი ღვინო, კონიაკი ან სპირტი წაუსვათ.

•    თუ ხორცი მაგარი გეჩვენებათ, ქვაბში ბანანის ქერქი დაუმატეთ — ის მალევე დარბილდება.

•    ორცხობილის ფანტელების ნაცვლად სცადეთ დაფქული ნიგოზი: თქვენი კერძი სრულებით ახალ გემოს შეიძენს.

•    თუ ვახშმის შემდეგ ცოტაოდენი ღვინო დაგრჩათ, ჩაასხით ის ყინულის ფორმებში და გაყინეთ. შემდეგ მისი გამოყენება შეგიძლიათ ხორციან კერძში, სუპში ან სხვა კერძებში.

•    შემწვარი ბადრიჯანი ნაკლებ ცხიმს შეისრუტავს, თუ მას წინასწარ ცოტა ხანს ღუმელში შეწვავთ, შემდეგ კი — ტაფაზე.

ყველა ახალი ამბავი
0